მოუ "ბარსას" წინააღმდეგ–ნაწილი მეხუთე

მეხუთე ნაწილი


რაიკაარდის დიდი აფეთქება

მუდამ მშვიდი, მიუხედავად იმისა, თუ რა სიტუაცია იყო მის გარშემო. ადამიანი, რომელმაც გასახდელში თვითმმართველობა საკუთარ ძლიერ იარაღად აქცია (რის გამოც იგ შემდგომში განსჯის საგანი გახდება). ერთადერთი, რასაც ჰოლანდიელი ვერასდროს წარმოიდგენდა იყო ის, რომ მოურინიო თავისი განსაკუთრებული ლაპარაკით და მუდმივი პროვოკაციებით, შეძლებდა მისი სახიდან მშვიდი გამომეტყველების წაშლას.

მართლაც, "ბარსელონამ" 2006/2007 წლების სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები განაგრძობდნენ ვარდნას, ჯგუფურ ეტაპზე ისინი კვლავ გადაეყარნენ "ჩელსის". "სტემფორდ ბრიჯზე" გასვლით შეხვედრაში "ბარსელონამ" დროგბას გოლის წყალობით 1:0 წააგო. იმ შეხვედრაში რაიკაარდი კონტრშეტევებზე თამაშობდა, დაცვის ხაზში სამი ფეხბურთელი ყავდა დაყენებული, მხოლოდ ვალდესმა იხსნა "ბლაუგრანას" კარი კიდევ უფრო დიდი ანგარიშით წაგებისგან. ანალოგიური რამ მოხდა განმეორებით შეხვედრაში "კამპ ნოუზე", მაშინ "ბარსელონამ" ვერ შეძლო "ჩელსის" დამარცხება. ტაბლოზე კი ანგარიში 2:2 ციმციმებდა.

თამაშის დაწყებამდე რაიკაარდმა, რომელსაც უკვე ყელში ქონდა ამოსული მოურინიოს გამოხტომები (ის სულ იმეორებდა, რომ "ბარსელონას" მსაჯები ეხმარებოდნენ), მიანიშნა ჟურნალისტებს, რომ მწვრთნელებს შორის კრიზისი იწყებოდა:

"ჩვენ ყოველდღე ბევრს ვშრომობთ. ჩვენ არ გვჭირდება სხვადასხვა ოინები გამარჯვებისთვის. ასეთი რამის თქმა მორალური სიღარიბის მანიშნებელია. წარუმატებლები მუდამ წუწუნებენ."

"კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა (იტალიელმა მსაჯმა სტეფანო ფარინმა 10 ბარათი აჩვენა). "ბარსელონამ" დამატებულ წუთებზე დათმო ქულები, კვლავ დროგბას დახმარებით.

რაიკაარდის გაცხარება კი მსაჯის მიერ დამატებულმა დრომ გამოიწვია. ჰოლანდიელი საკუთარ თავს არ გავდა. იგი მივიდა ფარინთან ახსნა–განმარტებების მოსასმენად, მაშინ როცა მოურინიო მუხლებზე იდგა და მოპოვებულ ერთ ქულას და გატანილ გოლს აღნიშნავდა. იგი რაიკაარდისკენ საერთოდ არ იყურებოდა.


წყარო: El Mundo
dle 10.1

  • shvela
  • 28 ნოემბერი 2010
  • 2104
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)