სამი ხედირა: "მოურინიოსთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა"

სამეფო კლუბის სპონსორის "Bwin"–ის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში სამი ხედირამ "ამსტერდამის აიაქსის" წინააღმდეგ ხვალ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის თამაშის პერსპექტივამ მოიყვანა იგი "მადრიდის რეალში".


"ჟოზე მოურინიო იყო ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც აქ გადმოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ასეთ დიდ კლუბში გადმოსვლა ყოველთვის უზარმაზარ რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ მოურინიომ თავიდანვე ნათლად მიმანიშნა, რომ ამ სეზონში და მომავალში მას ჩემი დიდი იმედი ექნებოდა. ამჟამად მე მისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ, მოედანზე თითქმის შეუცვლელად ვთამაშობ. სწორედ ამ თანადგომისთვის და ნდობისთვის მადლობის გადახდას მე მოედანზე კარგად თამაშით ვცდილობ."

ხედირას არ ავიწყდება "მადრიდის რეალის" გასახდელში არსებული ბრწყინვალე ატმოსფეროს აღნიშვნა:

"მოურინიო ჩვენ ყოველი მატჩის წინ ფანტასტიკურად გვავარჯიშებს. მეტოქეზე ყველაფერს ვსწავლობთ. მთავარი მწვრთნელი ძალიანა ადვილად ახერხებს ჩვენამდე სტატეგიულ და ტაქტიკური სქემის მოტანას.მოურინიოს საწვრთნელი ვარჯიშებისგან დადებით ენერგიას ვღებულობთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ ძირითადის 11 ფეხბურთელს როდი ეხება, იგი ანალოგიურად ექცევა სათადარიგოთა ფეხბურთელებსაც. შეგვიძლია ამ მართლაცდა ბრწყინვალე გუნდური სულით ვიამაყოთ."


ხედირას აზრით, "აიაქსთან" შეხვედრა, რომელსაც იგი ტრავმის გამო გამოტოვებს, არც თუ ისე ადვილი იქნება:

" "აიაქსი"–ძალიან კომპაქტური და ბრწყინვალე კლუბია. ჰოლანდიური ფეხბურთი ხასიათდება ერთი შეხებით თამაშით , რაც ძალიან დიდ ტაქტიკურ ორგანიზაციას მოითხოვს. მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემხედვარე , ამას ნათლად შეამჩნევდით. ისინი მუდამ მოგებაზე არიან კონცენტრირებულნი, ამიტომ "მადრიდის რეალს" მაქსიმალური მობილიზაცია და კონცენტრაცია დაჭირდება "ამსტერდამ არენაზე".


წყარო: As
dle 10.1

  • shvela
  • 22 ნოემბერი 2010
  • 1792
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)