კაპელო : ჟოზეს ფორმაციის "რეალი" ბარსელონას მოუგებს

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, რომელიც ამჟამად ინგლისს ნაკრებს უდგას სათავეში, კომენტარი გააკეთა მადრიდის "რეალზე" და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოზე. მოგეხსენებათ ეს ადამიანები ერთმანეთს ინგლისში შეხვდნენ, ჟოზეს საღამოზე, მათ მცირე ხნიანი საუბარიც ჰქონდათ...


"ჟოზე უდიდესი პოტენციალის მწვრთნელია, რომელსაც კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად პორტუგალიელი მწვრთნელი ერთ-ერთი საუკეთესოა, მე მას უდიდეს პატივს ვცემ, რადგან იგი შეყვარებულია სპორტის ამ სახეობაზე."

"ვგონებ, მადრიდის "რეალი" მოურინიოსთან ერთად და მის გარეშე სულ სხვადასხვა გუნდია, პორტუგალიელის მისვლის შემდეგ კოლექტივმა არნახული პროგრესი განიცადა და ეს მათ შედეგებზე აშკარად არის ასახული, სამეფო კლუბი ესპანეთის პრიმერა დივიზიონს დამაჯერებლად ლიდერობს."

"პორტუგალიელთან მქონდა საუბარი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ იგი ნამდვილი გამარჯვებულია , დარწმუნებული ვარ ჟოზეს ფორმაციის "რეალი" შეძლებს "ბარსელონელთა" დამარცხებას კატალონიაში, პორტუგალიელს ძალიან სერიოზული მისწრაფებები აქვს, იგი ქარიზმატულია და დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლოს მინიმუმ 1 ტიტულს შემატებს სამეფო კლუბის კოლექციას."

"მოურინიოს პროფესიონალიზმს ემატება ბრწყინვალე კოლექტივი, რომელიც "ბლანკოსში" არის თავმოყრილი."

"სამეფო კლუბი არის ახალგაზრდული გუნდი, რომელსაც უდიდესი ენერგია და მიზნები აქვს, სწორედ ეს იქნება ჟოზეს წარმატების მთავარი გასაღები." dle 10.1

  • Hala
  • 22 ნოემბერი 2010
  • 2711
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)