ზინედინ ზიდანი ReaLMadrid.Com-თან

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ფლორენტინო პერესის მრჩეველი გახდა, ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. ფრანგმა ლეგენდამ უამრავ თემაზე ისაუბრა...


თქვენ ახალ თანამდებობაზე დაინიშნეთ, კმაყოფილი ხართ?

რა თქმა უნდა. ამ თანამდებობით, მე სამეფო კლუბის მოთამაშეებთან გაცილებით უფრო ახლო ურთიერთობა მექნება, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ამ გუნდში ფლორენტინო პერესს დავეხმარები და ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისათვის. მოთამაშეებთან უშუალო კონტაქტი მექნება.

რა არის თქვენი როლი გუნდში?

მე მუდამ "რეალთან" ერთად ყოფნა მომიწევს, გასვლით შეხვედრებში მე ჟოზეს გვერდზე ვიქნები, ასევე ხშირად მომიწევს ვარჯიშებზე დასწრება, ანუ არც "ვალდებებასი" იქნება უცხო, ჩემი როლი გუნდში ნელ-ნელა უფრო დაიხვეწება.

რაზე ისაუბრეთ თქვენ და მოურინიომ?

ჟოზეს ძალიან სურდა, რომ მე ხსენებულ თანამდებობაზე მემუშავა, პორტუგალიელმა ყველაფერი ამისხნა, გუნდის ახლანდელი მდგომარეობა უკვე კარგად ვიცი, მოურინიო შესანიშნავი პიროვნებაა. ჟოზე თავის ფეხბურთელებს ძალიან ეხმარება.

ზინედინ ზიდანი ReaLMadrid.Com-თან


გსურთ, რომ კლუბის ფეხბურთელებთან განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდეთ?

დიახ, მე ფეხბურთიდან რამდენიმე წელიწადია წავედი, მაგრამ ეს სპორტი ჩემთვის ყველაფერია და თითოეულ ფეხბურთელთან ბრწყინვალე ურთიერთობა უნდა მქონდეს. ფეხბურთით ვცხოვრობ.

ამ ეტაპზე გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება...

გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ირიცხება და დარწმუნებული ვარ "რეალს" კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია, რადგან პერსპექტივა აშკარად ჩანს, ბედნიერი ვარ ახლანდელი შედეგებით, რადგან მე ნამდვილი მადრიდისტა ვარ.

რას იტყოდით მოურინიოზე?

მე ჟოზეს მხარში ვუდგავარ და ვთვლი, რომ იგი სამეფო კლუბის განუყრელი ნაწილია, პორტუგალიელს კიდევ დიდი დრო აქვს ტიტულების მოსაგებად, იგი ყველაფერს აკეთებს "ბლანკოსისთვის" რაც ძალიან დასაფასებელია. გუნდს ყოველთვის გამარჯვება ესაჭიროება, ჟოზე კი დაკისრებულ მოვალეობას შესანისნავად ართმევს თავს.

ზინედინ ზიდანი ReaLMadrid.Com-თან


ჩემპიონთა ლიგის მატჩები ყოველთვის მნიშვნელოვანია, თქვენი პირველი გასვლა მადრიდის "რეალთან" ერთად ამსტერდამში იქნება, სადაც სანახაობრივ მატჩს ელოდებიან...

სწორია. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი წესრიგში გვაქვს, მაგრამ არ ვაპირებთ გაჩერებას, რადგან სამეფო კლუბი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის, თავიდანვე შეტევაზე გადავალთ და სამი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ.

ხომ არ ნერვიულობთ გამგზავრების წინ?

მე გუნდთან ერთად არაერთხელ ვარ ნამგზავრი, მაგრამ ამსტერდამის ვიზიტი ოფიციალური იქნება. ეს ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია, ძალიან ბედნიერი ვარ და ნერვიულობის საფუძველი არ მაქვს.

ფეხბურთელებთან უკვე გქონდათ საუბარი?

დიახ, ჩვენ შორის ურთიერთობა ძალიან თბილია. ჩემ გამოცდილებაზე დაყრდნობით დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა "მერენგებს" დიდ წარმატებას მოვუტან, ყველაფერს გავაკეთებ მათთვის. dle 10.1

  • Hala
  • 21 ნოემბერი 2010
  • 2476
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)