კაკა:"პენალტს "მილანის" კარში კრისტიანო შეასრულებს

გუშინ "La Gazetta Dello Sport-მა" გამოაქვეყნა ბრაზილიელი კაკას ინტერვიუ,რომლის ნაწილიც მიეძღვნა მის ყოფილ კლუბ "მილანს".


რა მოგონებები დაგრჩათ ამ ზაფხულისგან?

ჩემთვის ეს პერიოდი არც ისე ადვილი იყო.გამიჭირდა "მილანის" დატოვება,მაგრამ ვიცოდი ამ ტრანსფერის მოტივები.ჩვენ მივედით ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე.მადრიდში ყველაფერი მაკმაყოფილებს.ქალაქი მშვენიერია და ვთამაშობ საუკეთესო კლუბში.

ადრე თქვენ აცხადებდით,რომ არასოდეს დატოვებდით "მილანს"...

ყველამ იცის როგორ განვითარდა მოვლენები.ეკონომიკური კრიზისი,ჩემპიონთა ლიგის გამოტოვება...ყველაფერი შეიცვალა,მაგრამ გულშემატკივრებმა მე გამიგეს.მადრიდში ბედნიერი ვარ.ჩემმა ცოლმაც და შვილმაც ადაპტაცია ადვილად გაიარეს.

გსურთ იხილოთ "მილანისა" და "რეალის" დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე?(ინტერვიუ კენჭისყრამდეა ჩაწერილი)

არავის არ სურს ასე მოხდეს.არ მსურს შევხვდე "ჩელსის",რადგან ანჩელოტისთან კარგი მოგონებები მაკავშირებს.რაც უფრო ტურნირის შორ სტადიაზე შევხვდებით,მით უკეთესი.

იზეიმებთ "მილანის" კარში გატანილ გოლს?

ამაზე არ მიფიქრია.

და დათანხმდებოდით პენალტის შესრულებაზე?

არა.თუ ასეთი აუცილებლობა იქნება,პენალტს უკეთ კრისტიანო რონალდო შეასრულებს.მე არ მსურს ამაზე ფიქრი.

რას ფიქრობთ "რეალის" მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე?

მთავარია,ყველა ფეხბურთელმა იცოდა თავისი ფასი.ფლორენტინო პერესმა შესანიშნავად იცის,რასაც აკეთებს.არა მგონია "მანჩესტერ სიტის" ნაკლები ჰქონდეს დახარჯული.ლაპორტამ გადაიხადა იბრაჰიმოვიჩში ჩემ ტრანსფერში დახარჯულ თანხაზე მეტი.

ბრუნდება "გალაქტიკოსი 2".მთელი მსოფლიო თქვენ გელოდებათ...

ვიმედოვნებ ჩვენ ვითამაშებთ პოზიტიურ განწყობაზე,რომელიც მიანიჭებს ყველას სიამოვნებას.

არ გეშლებათ ხელი გუნდში ბევრი ვარსკვლავის გამო?

ეს პირველად არ ხდება ჩემს ცხოვრებაში.ბრაზილიის ნაკრებშიც ძალიან ბევრია ასეთი და როცა პირველად გადავედი "მილანში" იქაც ძალიან ბევრი ვარსკვლავი დამხვდა.მე ეს არ მიშლის ხელს.

დაემშვიდობეთ სილვიო ბერლუსკონის?

არა,მაგრამ მე მისი მადლიერი ვარ,რაც ჩემთვის გააკეთა.

რას ფიქრობთ რონალდინიოზე?გადაიტანს ის ზეწოლას,რომელსაც "მილანის" ვარსკვლავები განიცდიან?

მას ყველაფერი გამოუვა.ჩვენ ერთად გადავლახეთ ეს ზეწოლა 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე.

"მილანის" ფანები აღტაცებულნი იყვნენ შევჩენკოს შემცვლელის,ჰუნტელაარის ტრანსფერით...

არ ღირს ამაზე საუბარი.ჰუნტელაარი სხვა სტილის ფეხბურთელია.ჩვენი გზები გადაიკვეთა მადრიდში.ის აგრძელებდა ვარჯიშს,მიუხედავად რთული სიტუაციისა.

თქვენი აზრი "მილანის" ახალ მწვრთნელ–ლეონარდოზე...

ჩვენი გზები გაიყარა.მე მასთან ერთად არ მივარჯიშია.ასე,რომ ძნელია რამეზე ისაუბრო.

"როსონერიმ" ჩაატარა საშინელი მოსამზადებელი ეტაპი...

დიახ,მაგრამ პირველა ოფიციალურმა მატჩმა შესანიშნავად ჩაიარა.დარწმუნებული ვარ,"მილანი" სკუდეტოსთვის იბრძოლებს.


ინფორმაციის წყარო:As.com
dle 10.1

  • faqo
  • 29 აგვისტო 2009
  • 2274
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)