ანტონიო კასანო 10 მილიონი ევრო ღირს

მოგეხსენებათ, იტალიელ ფეხბურთელს, ანტონიო კასანოს, "სამპდორიიდან" აბარგება სურს, რადგან ადმინისტრაციასთან სერიოზული პრობლემები აქვს. იტალიელი ფეხბურთელი რამდენიმე წლის წინ სწორედ "ბლანკოსის" ღირსებას იცავდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი კანდიდატურა სწორედ ანტონიო გახლდათ, დღეს კი კასანოს ფასიც დასახელდა, რომელიც 10 მილიონ ევროს შეადგენს...


ჟოზე მოურინიო ფორვარდის ძიებაშია და ფიქრობს, რომ კასანო "რეალს" გამოადგება, 10 მილიონი ევრო კი არ არის კოლოსალური თანხა, რომლის გადახდასაც სამეფო კლუბის პრეზიდენტი ვერ მოახერხებს.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი შანსია იმისა, რომ იტალიური და ესპანური მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და კასანოს საქმე განიხილონ.

ნიშანდობლივია, რომ იტალიელ ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი სულ მალე ეწურება და იგი არ აპირებს შეთანხმების გაგრძლებას რაც უფრო რეალურს ხდის ტრანსფერს, გამომდინარე იქიდან, რომ იტალიურ კლუბს არ აწყობს ანტონიოს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება, ხსენებული სტატუსის მინიჭების შემთხვევაში კასანო უფასოდ დატოვებს გუნდს. dle 10.1

  • Hala
  • 19 ნოემბერი 2010
  • 1965
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)