მარსელო: ყველაფერს გუნდისთვის ვაკეთებ

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, მარსელო ვიერამ, "Bwin"-ს ინტერვიუ მისცა. მისი თქმით იგი ყველაფერს აკეთებს საკუთარი კლუბისთვის...


"სამეფო კლუბი მუდამ გამარჯვებაზეა კონცენტრირებული, თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ და ყველაფერს ვაკეთებთ წარმატებისათვის, ჩვენ ამ სეზონში არ წაგვიგია და იმედი მაქვს საერთოდ არ წავაგებთ."

"ბილბაოს ატლეტიკი კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია პრობლემების შექმნა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოგებისთვის ვითამაშებთ, ბერნაბეუს პუბლიკის მხარდაჭერის ქვეშ თამაში უდიდესი სიამოვნებაა. "ბილბაოს" მოვუგებთ, თუკი ეს ჩემი გოლით მოხდება, ძალიან გამიხარდება."

"ფერნანდო ლორენტე უძლიერესი ფორვარდია და მასთან ჭიდილი რა თქმა უნდა გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ კარგი დაცვა გვყავს, რომელიც იდეალურ ფორმაშია და გოლის გაშვებას არ ვაპირებთ."

"ჩემი გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ, თავდაუზოგავად ვმუშაობ, რომ კარგი შედეგი მქონდეს, ბევრი სურვილი მაქვს და მინდა ნელ-ნელა დავიკმაყოფილო ეს მოთხოვნები. მე მსურს ბრაზილიის ნაკრებში თამაში, ის ჩემი სამშობლოა და მინდა, რომ "სელესაოს" ისტორიაში მეც ვეწერო." dle 10.1

  • Hala
  • 19 ნოემბერი 2010
  • 1524
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)