საუკეთესო შედეგი ევროპის მაშტაბით

ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, დამეთანხმებით ყველა სანახაობრივი და წამყვანი ჩემპიონატები სწორედ ამ ქვეყნებს აქვთ. ამ ქვეყნებს უძლიერესი გუნდები ჰყავთ, რომლებიც დიდ მწვერვალებს იპყრობენ, მადრიდის "რეალი" კი მათ შორის საუკეთესოა წლევანდელი მაჩვენებლით. ჟოზე მოურინიო შეგირდებს ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი და ყველაზე ნაკლები გაშვებული, პორტუგალიელის დამოძღვრილი გუნდი შესანიშნავ კონდიციაში იმყოფება...


სამეფო კლუბს იმ 98 გუნდზე უკეთესი შედეგი აქვს, რომელიც სხვადასხვა ლიგაში გამოდის. ნიშანდობლივია, რომ ჟოზეს შეგირდებმა ყველა საშინაო შეხვედრაში მიაღწიეს წარმატებას, ასეთივე შედეგით ესპანეთში მხოლოდ "ვილიარეალი" დაიკვეხნის.

მანჩესტერ იუნაიტედი და "ბლანკოსი" არიან ის კლუბები, რომლებსაც წლევანდელ სეზონში მარცხი არ განუცდიათ, ისინი მოედნიდან მინიმუმ ერთი ქულით მაინც გადიან.

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს თითო შეხვედრაში საშუალოდ 2.54 გოლი გააქვთ, რაც შესანისნავი შედეგია, მათ მოსდევთ გერმანული დორტმუნდის "ბორუსია" (2.41), შემდეგ მოდის კატალონიის "ბარსელონა" (2.27) და კარლო ანჩელოტის ჩელსი (2.15).

საუკეთესო შედეგი ევროპის მაშტაბით


პორტუგალიელის შეგირდები გაშვებული გოლების ნაკლებობითაც გამოირჩევიან. "მერენგებმა" სულ 5 გოლი გაუშვეს და "ბორუსიის" და "ინტერის" შედეგს ჯობნიან, გერმანულ და იტალიურ გუნდს 7-7 გოლი აქვთ გაშვებული.

საუკეთესო შედეგი ევროპის მაშტაბით


"ბლანკოსის" ფეხბურთელებს ასევე უპირატესობა აქვთ საბოლოო ჯამში, ანუ გატანილი და გაშვებული გოლის შეფარდების მიხედვით სამეფო კლუბს +23 აქვს, "დორტმუნდს" +22 და "ჩელსის" +20.

საუკეთესო შედეგი ევროპის მაშტაბით


როგორც ხედავთ მადრიდის "რეალს" შესანისნავი შედეგები აქვს, ეს გუნდი გამოდის ესპანეთის სამეფო თასზე, ესპანეთის პრიმერა დივიზიონსა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. რაც შეეხება ვილიარეალს, "წყალქვეშა ნავი" სამეფო თასზე, ლა ლიგასა და ევროპის ლიგაზე. dle 10.1

  • Hala
  • 19 ნოემბერი 2010
  • 1741
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)