რაფას "არსენალი" ეპატიჟება

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ რაფაელ ვან დერ ვაარტს "მეთოფეები" ეპატიჟებიან


რაფაელ ვან დერ ვაარტი,ნამდვილი მადრიდისტა ამ ზაფხულს "ტოტენჰემში" გადავიდა. მან მსოფლიოს ყურადღება იმით მიიპყრო,რომ სულ რამოდენიმე მატჩში კლუბის ლიდერად იქცა. საოცრად ჩაატარა თითოეული შეხვედრა,რის შედეგადაც ლონდონური კლუბს ძალიან დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის შესაძლებლობა მიეცა. რა თქმა უნდა ვდვ-ს წვლილი უდიდესია.

როგორც ევროპული სპორტული წყაროები იტყობინებიან, რაფას ლონდონის "არსენალი" ეპატიჟება. სავარაუდოდ "მეთოფეთა" ხელმძღვანელობა "ტოტენჰემისგან" ჰოლანდიელის გადმობირებას ამ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შეეცდება.

როგორც იცით ამ უქმეებზე ლონდონური დერბი შედგება და ერთმანეთს სწორედ ეს კლუბები დაუპირიპირდებიან. "არსენალის" უდავოდ გამორჩეულმა ფეხბურთელმა რობინ ვან პერსიმ ამასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: "ჩემი აზრით რაფა "რეალიდან" არ უნდა გაეშვათ. ვფიქრობ,რომ მან უკვე დაამტკიცა,რომ მადრიდულ კლუბში თამაშის ღირსი იყო. ძალიან კარგი იქნება თუ მას "არსენალში" ვიხილავ."

ამასთან დაკავშირებით "რეალის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომაც გააკეთა მცირე კომენტარი:" ვაარტი ძალიან კარგი ფეხბურთელია,მაგრამ მისი ადგილი "რეალში" აღარ იყო. ვფიქრობ ის ინგლისში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. ალბათ საუკეთესო იქნება მისთვის,რომ "არსენალში" გადავიდეს."

თავად ჰოლანდიელი ფეხბურთელი ყოველივე ამასთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ აკეთებს,ისევე როგორც "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)