LFP შენ მართალი არ ხარ!

“როგორც იქნა, საბოლოოდ გამოაცხადეს თარიღი, როდესაც ”მადრიდის რეალი” და ”ბარსელონა” ელ კლასიკოს ეგიდით ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ეს მოხდება 29 ნოემბერს მადრიდის დროით 21:00 სთ.-ზე. 29 ნოემბერი ორშაბათია. ეს იქნა ლა ლიგის მე-13 ტურის დასკვნითი შეხვედრა." სიდ ლოუ, საკუთარ სტატიაში, რომელიც მან Sports Illustrated -სთვის დაწერა, აღწერს ყველა იმ ნაკლს, რომელიც კლასიკოს ორშაბათ დღეს გამართვას ახლავს თან.


იქამდე, სანამ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას, ”მადრიდის რეალის” გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ ”ესაა ყველაზე კარგი საშუალება დაეხმარო, ხელი შეუწყო ფეხბურთს საკუთარი სილამაზის დაკარგვაში.” ეხლა კი, როცა ეს შიში ახდა, ”მადრიდის რეალის” სპორტულმა დირექტორმა მიგელ პარდესამ აღნიშნა:

”ორშაბათს თამაში არავის არ სურდა. იყო გარკვეული პრობლემები (უქმეებზე თამაშის გამართვასთან დაკავშირებით) , მაგრამ სხვა გამოსავალის მოძებნაც შეიძლებოდა.”

ოფიციალური განცხადების შემდეგ , გამომცემლობა AS-მა მოაწყო ონლაინ გამოკითხვა: 88%-მა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ”ელ კლასიკოს” ორშაბათს გამართვასთან დაკავშირებით. Marca-ს გამოკითხვაში ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი 85%-ი გამოდგა. კატალონიაში ციფრები ასეთი გამოკვეთილი არ ყოფილა, მაგრამ იქაც, ბევრს არ მოსწონებია შეხვედრის ორშაბათს გამართვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. გამომცემლობა Sport-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში წინააღმდეგი 85 %- აღმოჩნდა, ხოლო El Mundo Deportivo-ში კი გამოკითხულთა 60%-მა მისცა ხმა ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. ერთი სიტყვით ყველგან ერთი და იგივეა.

მატჩის ორშაბათ საღამოს გადატანა დაკავშირებულია 28 ნოემბერს კატალონიაში არჩევნების გამართვასთან. რაც შეეხება შაბათს ანუ 27 ნოემბერს, როგორც ვიცით, ”ბარსელონა” 24-ში მართავს ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრას ”პანათინაიკოსის” წინააღმდეგ, შესაბამისად სწორედ ამიტომ იქნა მიუღებელი ეს დღეც.

იმ კომპანიის პრეზიდენტმა, რომელიც ფლობს ლა ლიგის თამაშების გაშუქების უფლებას, თამაშის გადატანის მთავარ მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ ”თამაში ემთხვევა არჩევნებს” და ”უსაფრთხოების პრობლემებს, რომლებიც ამასთან დაკავშირებით შესაძლოა მოხდეს ბარსელონაში”. მან განაცხადა:

”ორივე დაინტერესებულმა მხარემ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შეთანხმებას მიაღწიეს და ეს თარიღი მისაღებია, როგორც სპორტული და საზოგადოებრივი კუთხით, ასევე გულშემატკივრებისთვისაც. 80 ათასი ადამიანი, საიდანაც უმეტესობა ”ბარსელონას” მხარდამჭერია, 28 ნოემბრის არჩევნების განმავლობაში მუშაობდეს იქნება. ეს უბრალოდ სიგიჟე იქნებოდა.”

ამ განმარტებამ ყველა როდი დაარწმუნა. ზოგი თვლის, რომ ეს მხოლოდ ფარსია და მეტი არაფერი. საარჩევნო უბნებს დახურავენ 22:00 სთ.-ზე . ხმის მისაცემად ხალხს მთელი დღე ექნება. ხოლო, რაც შეეხება კვირაობით იმ ”ბევრ” მომუშავეს , უნდა იცოდნენ, რომ ორშაბათობით მაგაზე მეტი ხალხი მუშაობს. ბევრს შესაძლოა კითხვებიც გაუჩნდეს,მაგ: არის თუ არა საჭირო ამდენი პოლიციელი ერთი დღის განმავლობაში ორ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე უსაფრთხოების წესების დასაცავად? როგორც გამომცემლობა Marca იუწყება, ”ელ კლასიკოზე” ქალაქ ბარსელონას პოლიციის 500 თანამშრომელი მუშაობს, ხოლო მთლიანად უსაფრთხოების დამცველთა რიცხვი კატალონიის ქალაქში 14 000 მოსამსახურეს შეადგენს.

მიუხედავად უამრავი ახსნა განმარტებისა, გულშემატკივართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ორშაბათის საღამო სრულიად არ შეესაბამება იმ დღეს, როცა როგორც წესი უნდა იმართებოდეს მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირება. ”ბარსელონა” და ”მადრიდის რეალი” ორი დიდი კლუბია, რომელთა ურთიერთ დაპირისპირების ასე ერთი დღით წინ გადაწევა, მითუმეტეს სარეზერვო დღისთვის, ყოვლად დაუშვებელია. ორშაბათს სათამაშოდ ძირითადად იმ კლუბებს უშვებენ, რომელთა შედეგც , როგორც წესი ძალიან არ აინტერესებთ.

”ორშაბათი ასეთი დონის და მასშტაბის თამაშისთვის მიუღებელი დღეა”-განაცხადა პარდესამ.

ისა შესაძლოა მართალიც იყო, მაგრამ ეს თავისთავად არაა იმის გარანტი, რომ ორშაბათს თამაში არ შეიძლება. თუ ესპანეთის ლიგამ გადაწყვიტა , რომ ორშაბათის საღამო მშვენიერი დღეა ფეხბურთის შეხვედრების ჩასატარებლად, მაშინ რატომ უნდა გაკეთდეს გამონაკლისი ”მადრიდის რეალის” ან ”ბარსელონას” შემთხვევაში? ეს კიდევ უფრო გაზრდის, ისედაც ძალიან დიდ უფრსკულს ორ გრანდსა და სხვა კლუბებს შორის. როგორც ”ვილიარეალის” პრეზიდენტმა ფერნანდო როიგმა განაცხადა:

”თუ ჩვენ უბრალო მოკვდავებს გვთხოვენ ორშაბათს თამაშს, მაშინ რატომ არ შეიძლება ანალოგიურის გაკეთება ღმერთებისთვის?”

იმის გარდა, რომ ეს უბრალოდ უსამართლობაა, ასე არ მოქცევა ორშაბათს გამართული შეხვედრებისადმი ინტერესს საერთოდ მოკლავდა: რა აზრი აქვს ტელეტრანსლაციების მოპოვებაზე ბრძოლას, მაშინ როცა ამ დღეს მხოლოდ უინტერეს და არაფრის მომცემი თამაშები გაიმართება?

გარდა ამისა, აუცილებელია სიტუაციის მაქსიმალურად კარგად გაანალიზებაა საჭირო იმისთვის, რომ სწორი და უშეცდომო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და ეს არამარტო ესპანეთის მასშტაბით. ამ პრობლემის შეხედვა გარეთა მხრიდანაც შეგვიძლია: როცა შეხვედრის ორშაბათს გადატანაზე წავიდა საუბარი, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსილაციო კომპანიების წარმომადგენელებმა Sports Illustrated-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ თამაშის უქმეებზე გამართვაში.

”ორშაბათი-არავითარ შემთხვევაში!”- განაცხადეს მათ.-”საერთაშორისო ტრანსლაციების უფლება ძალიან მნიშვნელოვანია.” მიღებული გადაწყვეტილება კი ამტკიცებს, რომ ეს ასე არაა. რიტორიკა და რეალობა, როგორც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ერთმანეთისგან ძალიან შორს დგანან. ტრანსლიტორთა განცხადებიდან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება მათთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა ყოფილა. მათთვის კი ვინც თვლიან, რომ ლა ლიგას (LFP) და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას (RFEF) არ შეუძლიათ საერთაშორისო დონეზე ურთიერთობის დამყარება, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.

ესპანური ლიგა სულ იმას გაიძახის, რომ სურთ გააძლიერონ საერთაშორისო ინტერესი ჩემპიონატის მიმართ, რაც შემოსავლების ზრდას გამოიწვევს. თვლიან, რომ საერთაშორისო უფლებების, რაც გახდება ძირითადი ახალი კოლექტიური შეთანხმების განსახილვევლად, საერთო კონტრაქტების მოცულობის გაზრდა 600-დან 900 მლნ. ევრომდეა შესაძლებელია (815 მლნ. დოლარიდან 1,2 მლრდ. დოლარამდე) . კლუბები სათამაშო დროის 15:00 სთ.ზე გადატანასაც კი ფიქრობდნენ, იმისთვის, რომ შორეულ აღმოსავლეთის მაყურებელთა რიცხვი გაზრდილიყო: ლა ლიგის ერთ-ერთი ჯიუტი იდეა-პრემიერ ლიგის არასამართლიანი უპირატესობა განრიგში. წინა კვირას ”ატლეტიკომ” ოფიციალური მიმართვა გააკეთა შეხვედრის შუადღისას გადმოტანასთან დაკავშირებით.

და აი ისიც, დიადი მატჩი მსოფლიოში. სინამდვილეში ერთადერთი მატჩი, რომელიც იქცევს საზღვარგარეთელი ბროდკასტერების ყურადღებას. შეხვედრა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც უმნიშვნელოვანესი იარაღი სხვადასხვა სახის შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისას. და ის გაიმართება ორშაბათს, საღამოს ცხრა საათზე. შორეული აღმოსავლეთისთვის კი შუაღამისას. სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის დროით კი შუადღისას-სამუშაო დღის.

სხვები ამბობენ, რომ ორშაბათს თამაშის დანიშვნით გულშემატკივრების ყველა გეგმები ჩაშალეს. განსაკუთრებით კი , რა თქმა უნდა, უცხოელი გულშემატკივრების. მაგრამ არა მარტო მათთვის. ესპანეთი დიდი ქვეყანაა . ”ბარსელონას” და ”მადრიდის რეალს” ყავთ საკუთარი გულშემატკივრები მთელი პირენეის ნახევარკუნძულის მასშტაბით. ”ბარსელონას” ბევრი გულშემატკივარი ჩამოვა მთელი კატალონიიდან. თვითმფრინავის, მატარებლის და ავტობუსის ბილეთები ნაყიდია, სასტუმროები დაჯავშნულია, მატჩზე დასასწრებ ბილეთებში თანხაა გადახდილი. რადგანაც უცნობი იყო როდის გაიმართებოდა შეხვედრა-შაბათს, თუ კვირას-ბევრმა თავი დაიზღვია და ორშაბათისთვის უკან დასაბრუნებელი ბილეთები შეუკვეთა-იმ იმედით, რომ სამსახურში უცბადვე დაბრუნდებოდნენ. და რის გაკეთებას ურჩევთ ეხლა მათ?

აი რაშია საქმე! პრეტენზიები პრეტენზიებად,მაგრამ ბევრმა ხეების უკან ტყე ვერ დაინახა (ასეთი გამოთქმაა ეტყობა). ამ თამაშის თარიღი ერთ-ერთი მცირედი პრობლემაა იმ ძირითადი პრობლემაში, რომელიც უფრო გლობალურია იმიტომ, რომ მას , როგორც პრობლემას აღარავინ აღარ აღიქვამს.

კვირას, 28 ნოემბერს კატალონიაში არჩევნებია. ეს გადაწყვეტილება 7 სექტემბერს იქნა მიღებული. შესაძლოა უკეთესი იქნებოდა სხვა თარიღის არჩევა. პოლიტიკოსებმა, რა თქმა უნდა, იციან, თუ რას წარმოადგენს ”ბარსელონა” - ”მადრიდის რეალის” დაპირისპირება: ისინი მას ხშირად იყენებენ საკუთარი მიზნებისთის. და თუ არჩევნები არ უნდა ემთხვეოდეს ფეხბურთის დღეს-არც უნდა ემთხვეოდეს წესით და რიგით-მაშინ რატომ ეგრევე არ დაიწყეს გამოსავლის ძიება?

პასუხი ცინიკურია, მაგრამ რაც მთავარია სიმართლეა: იმიტომ რომ ეს მოითხოდა პერსპექტიულ დაგეგმვასა და შესაძლოა გარკვეულ ორგანიზაციასაც. ეს ყველაფერი კი, მარტივად რომ ვთქვათ , ლა ლიგას (LFP) არ გააჩნია.

ადამიანები, რომლებიც გამოტოვებენ თამაშს იმის გამო, რომ თანხა წინასწარ გადაიხადეს, შესაძლოა თავად არიან ამაში დამნაშავე, მაგრამ რატომ არ უნდა ცადო მათი ამ რისკისგან დაზღვევა? რატომ უნდა ცდილობდე გულშემატკივრები, პროდუქტის ყველა მომხმარებელი-ადამიანები, რომელთა ინტერესებიც თქვენ არ გაინტერესებთ-ყოველთვის სარისკო რულეტკით ათამაშო, როცა თამაშზე დასასწრებ ბილეთებს ყიდულობენ?


წყარო: sportsillustrated.cnn.com
dle 10.1

  • shvela
  • 18 ნოემბერი 2010
  • 2635
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)