დაბრუნდება კაკა??

დაბრუნდება კაკა??


ძალიან მაწუხებს ერთი კითხვა: დაბრუნდება კაკა?? ოღონდ, ამ კითხვაში არ იგულისხმება მისი მოედანზე გამოსვლა…


ეს მოხდა 2009 წლის 3 ივნისს. სამეფო კლუბის გულშემატკივრებმა სასიხარულო ამბავი გაიგეს. მადრიდის რეალმა და მილანმა შეთანხმებას მიაღწიეს. კაკა რეალში ითამაშებდა.

დაბრუნდება კაკა??


ამ წელს რეალის გულშემატკივრებისათვის ბევრი რამ მოხდა: გუნდი ბევრს იგებდა, იყო ბევრი იმედგაცრუება და ბოლოს მწვრთნელის შეცვლა,მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჩვენ ამ წელს ვერ ვიხილეთ ნამდვილი კაკა.





დაბრუნდება კაკა??


ჩვენ ვერ ვიხილეთ ის შესანიშნავი თამაში, რომლითაც რიკარდო მილანის გულშემატკივრებს ახარებდა. შეგახსენებთ, რომ 2007 წელს კაკა წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, იმ წელს ბრაზილიელი თითქოს არაამქვეყნიურ ფეხბურთს თამაშობდა, ასეთი იყო თითქმის ყველა მილანის შემადგენლობაში ჩატარებული თამაში. ბევრი თვლის რომ ის კაკა არასოდეს აღარ დაბრუნდება, ბევრი კი ამ იმედით ცხოვრობს.




დაბრუნდება კაკა??


მაშ ასე, ფროლენტინო პერესი რიკარდოზე დიდ იმედებს ამყარებდა, მან თითქოს შეუძლებელი ტრანსფერი მოახდინა, ბრაზილიელს მადრიდში ყველანაირი პირობა შეუქმნა რათა მას თავისი ჩვეული ფეხბურთი ეჩვენებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა…





დაბრუნდება კაკა??


კაკამ მადრიდის რეალის შემადგენლობაში, სულ 34 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 9_ჯერ გამოიჩინა თავი. რათქმაუნდა ჩვეულებრივი დონის გამთამაშებლისთვის ეს არც თუ ისე ცუდი შედეგია მაგრამ არა რიკარდოსთვის. 2004 წლის შემდეგ ეს იყო პირველი სეზონი როცა ბრაზილიელმა 10 ბურთზე ნაკლები გაიტანა. მე ვფიქრობ ეს იმას ადასტურებს რომ მადრიდის რეალის ფეხბურთელი არ არის კარგ ფორმაში.




დაბრუნდება კაკა??


რატომ??? ამ თემაზე ბევრი სხვადასხვა აზრი არსებობს. მაგრამ ყველაზე კარგი პასუხი ამ კითხვას ჩემი აზრით ექიმებმა გასცეს, როცა ბრაზილიელს მარცხენა მუხლზე ძალიან სერიოზული ტრავმა აღმოუჩინეს.


არ მინდა იფიქროთ რომ მე მას ვადანაშაულებ, ამის უფლება უბრალოდ არ მაქვს, არც პესიმისტურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს მალე ვიხილავთ ისეთ რიკის, როგორიც ყველა რეალის გულშემატკივარს გვსურს.

დაბრუნდება კაკა??





ახლა as_ის სხვადასხვა ჟურნალისტების აზრებს გამოვიყენებ ამ თემასთან დაკავშირებით და ვიმსჯელებ ბრაზილიელის დაბრუნებაზე.


ჩემი აზრით მას ფსიქოლოგიურად არ უნდა გაუჭირდეს დაბრუნება.
დღესდღეობით ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთის ექსპერტი, რომელიც მადრიდის რეალში გამოყოფს ერთ რომელიმე ლიდერს, ეს იმას ადასტურებს, რომ მადრიდელების წარმატების მიზეზი, მათი გუნდური თამაშია.
დღევანდელ მადრიდის რეალს არ სჭირდება კაკა, როგორც გადამრჩენელი, ის მასზე დიდ იმედებს ჯერჯერობით არ ამყარებს. ბრაზილიელს არ ექნება დიდი ზეწოლა, თუ შესანიშნავად არ ითამაშებს. ფსიქოლოგიურად ეს მას ძალიან დაეხმარება. რათა ნელ-ნელა ფორმაში შევიდეს.


დაბრუნდება კაკა??


მოურინიოს ყველა გუნდში ლიდერად ჰყავდა გამთამაშებელი. პორტუში ეს იყო - დეკო, ჩელსიში - ლამპარდი, ინტერში - სნეიდერი, რეალს ჰყავს ოზილი, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ის ამ ფუნქციისთვის ჯერჯერობით ძალიან ახალგაზრდაა და აგრეთვე მისი არასტაბილურობა სახიფათოა.განსაკუთრებით ძლიერ გუნდებთან. ჟოზეს აგრეთვე სურს, რომ მის გუნდს ჰყავდეს გამოცდილი ლიდერი, რომელიც წაუძღვება გუნდს და მიიყვანს გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა არის კასილასი და ხაბი ალონსო, მაგრამ თუ კაკა ფორმაში ჩადგება ის იდეალური იქნება ამ ფუნქციისათვის, ეს კარგად იცის ჟოზემ და დიდ იმედებს ამყარებს კაკას დაბრუნებაზე. მას სჯერა, რომ ბრაზილიელი ჩვეულ ფორმას აღიდგენს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
მოდი ჩვენც დავუჯეროთ ჩვენს მწვრთნელს, დავიჯეროთ რომ კაკა დაბრუნდება… dle 10.1

  • dato818
  • 18 ნოემბერი 2010
  • 2575
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)