რობენი:"ბაიერნი"–სწორი არჩევანი ჩემთვის"

დღეს ჰოლანდიელი ნახევარმცველი არიენ რობენი წარდგენილ იქნა მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელად მიუნხენური კლუბის ინტერნეტ–არხ FCB.TV.–ს ეთერში.


იმპროვიზირებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კარლ–ჰაინც რუმენიგემ და თავად არიენ რობენმა.

არიენს ელოდა ხანგრძლივი სამედიცინო შემოწმება.როგორც ცნობილია,გასულ სეზონში მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში რობენმა 11–ჯერ მიიღო ტრავმა.არიენს ძალიან მოეწონა მიუნხენური კლუბის სამედიცინო ჯგუფი.ეს იმით იყო გამოწვეული,რომ ჰოლანდიელ ნახევარმცველს არ მოსწონდა "სამეფო კლუბის" სამედიცინო შტაბი.

თავიდან სიტყვით გამოვიდა კარლ–ჰაინც რუმენიგე."რობენს ორი სეზონის განმავლობაში დაკვირდებოდით და მცირე შანსის შემთხვევაშიც ვცდილობდით მის შეძენას.საქმე იმაშია,რომ ჰოლანდიელი შესანიშნავად ერგება ჩვენი გუნდის სქემას"–აცხადებს რუმენიგე,რომლის მიმართაც "ბაიერნის" გულშემატკივრებს ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდათ.

"მასთან კონტრაქტის გაფორმება არ ყოფილა სპონტანური.არიენთან კონტრაქტის გაფორმება ჩვენი მიზანი იყო".

"ჩვენ ბედნიერები ვართ რობენის ტრანსფერით.ის შესანიშნავი ფეხბურთელია,ერთ–ერთი საუკეთესო შეტევაში.მისი შეძენით არამარტო "ბაიერნი",არამედ გერმანული ფეხბურთიც ნახავს სარგებელს"–განაცხადა რუმენიგემ.

აღნიშვნის ღირსია ის,რომ რობენი ჩუმად იყო და იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება,რომ ის გულგრილი იყო ამ ტრანსფერთან დაკავშირებით.ამ ყველაფრის შემდეგ მან მისცა ინტერვიუ FCB.TV–ს,რომელიც აღმოჩნდა პირველი მის მიუნხენურ კარიერაში.აღმოჩნდა,რომ რობენმა შესანიშნავად იცის ესპანური ენა,ფლობს ინგლისურს და ხვდება გერმანულ ენას,მაგრამ გერმანული ენის პრობლემის გამო ინტერვიუში არიენი ინგლისურად საუბრობდა და გერმანულად თარგმიდნენ.

"ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა,"–აცხადებს რობენი."მაგრამ არ იფიქროთ,რომ ჩემი ტრანსფერი სპონტანური ნაბიჯია კლუბისა.გერმანელები დაინტერესებულნი იყვნენ ჩემი შეძენით და ბოლოს საწადელსაც მიაღწიეს.მამაჩემმა მითხრა,რომ მიუნხენური ვარიანტი ძალიან კარგი იყო და ამან დიდი როლი ითამაშა.ვფიქრობ "ბაიერნი" შესანიშნავი ვარიანტია,მაგრამ მე არ მსურდა მადრიდის დატოვება".

"ბაიერნში" არიენი 10 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.ადრე მიუნხენელები აცხადებდნენ,რომ 10 ნომრიანი მაისური ტონი კროოსისათვის იყო გამზადებული,მაგრამ ის გადასცეს ჰოლანდიელ ვარსკვლავს."10 ნომრიანი მაისური ჩვენს კლუბში ტოპ ფეხბურთელს აცვია"–განაცხადა რუმენიგემ.

"ეს დიდი პატივია ჩემთვის.მეცვას 10 ნომრიანი მაისური "ბაიერნში"–განაცხადა ჰოლანდიელმა.

შეგახსენებთ,რომ არიენ რობენის ტრანსფერი მიუნხენურ გრანდს 25 მლნ.ევრო დაუჯდა."ბაიერნის" მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა,რომ რობენი ამ შაბათს ითამაშებს "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ,მაგრამ არა სასტარტო შემადგენლობაში. dle 10.1

  • faqo
  • 29 აგვისტო 2009
  • 2610
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)