სანსი: ”მოურინიო გუნდის იმიჯს ლახავს”

სამეფო კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ლორენცო სანსმა, ”Ona FM”-ის პირდაპირ ეთერში, მკაცრად გააკრიტიტა ამჟამინდელ ”რეალში” შექმნილი ატმოსფერო.


”მადრიდის ”რეალი” ურაგანის ეპიცენტრში იმყოფება.მოურინიო სპორტული თვალსაზრისით დიდებული მწვრთნელია, მაგრამ მისი საქციელები კლუბის იმიჯის შემლახველია.გამორიცხული არ არის, ჟოზეს თავკაცობის პერიოდში ”ბლანკოსმა” არა ერთი მტერი შეიძინოს.”

”შეშფოთებული ვარ კლუბში არსებული სიტუაციით.ადრე ”რეალის” სახელი რაინდობასთან და პატივთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ახლა...თავის დროზე დიადმა ბერნაბეუმ გუნდში ჩამოაყალიბა პატივისა და ღირსების დაუწერელი კანონები, რომლებსაც ყველაზე ღირსეულად ვიცავდით.სანტიაგომ ახლა რომ დაინახოს თუ რა ხდება მადრიდში, მეორედ მოკვდება.”

”დიახ, ბუტრაგენიომ განაცხადა, რომ მოურინიო ტიტულების მოსაგებად მოვიდა ესპანეთში და არა მეგობრებისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ემილიომაც კარგად იცის - ქულებთან ერთად სხვა ღირსეულობებიც უნდა დავაფასოთ.კლუბის ხელმძღვანელებმა პორტუგალიელს ”ერთი ორი სიტყვნა უნდა უთხრან.”შესაძლო მოუს წარმატება ამ ყველაფერს ფარდას აფარებს, მაგრამ მადრიდისთვის ყოველივე ეს მიუღებელია.”

”გალაქტიკოსის დროსაც ”ბარსასკენ” უფრო მეტი სიმპატია იყო.ამჟამად არვიცი საითკენ მიექანება კატალონიური გუნდი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი ყველაფერს სწორად აკეთებენ.რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ნამდვილად არ გამახარებს არასოდეს.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)