კაპაროსი: ”მოურინიომ მადრიდი გააერთიანა”

პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტურში, სამეფო კლუბის ”ატლეტიკს” უმასპინძებს ”ბერნაბეუზე.”ბასკთა დამრიგებელმა ხოაკინ კაპაროსმა, ”ას”-თან ისაუბრა მოახლოვებულ შეხვედრაზე.


- ლა ლიგის წინა ტურში 9 კაცით მოახერხეთ ”ალმერიას” დამარცხება.ალბათ, უნდა ამაყობდეთ ამ ფაქტით...
- მატჩის დებიუტში რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ქარს გავატანეთ და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შევძელით.მიუხედავად იმისა, რომ 45 წუთის შემდეგ კაცთნაკლული ვაგორებდით ბურთს, იერიშების წარმოება არ შეგვიწყვეტია.აი, მეორე გაძევების შემდეგ კი თავდაცვაზე დავიწყეთ ფიქრი და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.მადლობა მინდა გადავუხადო ქომაგებს, რომელთა მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.

- ბოლო დროს გურპეგი ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ სამწუხაროდ, ”ბერნაბეუზე” ის ვერ შეძლებს ასპარეზობას...
- გეთანხმებით, აღნიშნული ნახევარმცველი გუნდის საკვანძო ფიგურაა.ის დიდ და შეუმჩნეველ სამუშაოს ასრულებს თითოეულ მატჩში.”ალმერიასთან” თამაშამდე 4 ყვითელი ჰქონდა, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე, მას მეხუთე გაფრთხილების მიღება ნებისმიერ მომენტში შეეძლო.ახლა ჩვენ მის შემცვლელზე უნდა ვიფიქროთ.

- ხავი მარტინესი ისე არ გამოიყურება, როგორც შარშან...
- დიახ, მაგრამ ის გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

- ”ატლეტიკს” ფაქტიურად ”ძველი გვარდია” ”ათრევს.”მხედველობაში მყავს, ირაოლა, გურპეგი, გაბილონდო...
- თუ გადავავლებთ ბილბაოს ისტორიას თვალს, დავინახავთ, რომ აქ ყოველთვის ”ძველი გვარდიის” კისერზეა გუნდი, თუმცა მიუხედავად ამისა, ახლანდელი ”ატლეტიკი” რადიკალურად განსხვავდება წინა წლებისაგან.სასიხარულოა, ჩვენი ვეტერანები მოწოდების სიმაღლეზე არიან.

- მუნიაინს არასდროს უთამაშია ”ბერნაბეუზე.”მიუხედავად მისი ასაკისა, ფიქრობთ, რომ ფეხბურთელი მზად არის ასეთი გამოწვევისათვის?
- ის დღითი დღე იზრდება. მან უკვე იასპარეზა ”ვილიარეალისა” და ”სევილიის” წინააღმდეგ.17 წლის ასაკში მის მხრებს დიდი პასუხისმგებლობა აწევს.მუნიაინს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.ვფიქრობ, ლორენტეს სჭირდება კარგი პარტნიორი და არ არის გამორიცხული რომ უახლოეს მომავალში ნახსენები ფეხბურთელების სახით ახალი ტანდემი ვიხილოთ.

- ლორენტეს ანგარიშზე უკვე 8 გოლია.ელოდებოდით მისგან ასეთ დასაწყისს?
- ჩვენ გვეგონა რომ შარშან ფორვარდის ირგვლივ ატეხილი მითქმა-მოთქმები იმოქმედებდა ფეხბურთელზე, თუმცა საბედნიეროდ ასე არ მოხდა.ძალიან მომეწონა მისი თამაში ”ალმერიას” წინააღმდეგ.ფერნანდო არასოდეს არ იღლება, ის ფეხბურთით ცხოვრობს.

- ალბათ, საწყენია, როდესაც ლორენტეზე ამბობენ რომ დროა მან რომელიმე გრანდის მაისური მოირგოსო...
- რა თქმა უნდა.ამ ზაფხულს არა ერთხელ მომიწია პრესაში ფერნანდოს ხილვა, სხვა კლუბის მაისურით.დამეთანხმებით, რომ ასეთი ფაქტი არცერთი ფეხბურთელისათვის არ არის სასიამოვნო.ყველამ პატივი უნდა სცეს ”ატლეტიკს.”

- მადრიდს ესაჭიროება ლორენტე?
- ლორენტე სჭირდება ”ატლეტიკს.” ჩვენ მადრიდზე ნამდვილად არ გვიფიქრია.ფეხბურთელის ყიდვის შემთხვევაში, სამეფო კლუბს დიდი ოდენობის ფულის გადახდა და მოთამაშის დაყოლიება მოუწევს.ისეთი ფეხბურთელები, როგორიც ფერნანდოა, კლუბს არ ტოვებენ!

- მოურინიოს დამოძღვრილების თამაშის სტილი თუ მოგწონთ?
- დიახ და იმიტომ რომ ფეხბურთში მეფობს დიდი დემაგოგია.გუნდისგან შედეგი უნდა მოითხოვო, ხოლო სანახაობრივი თვალსაზრისი მეორე პლანზე გადადის.ჩვენ ყველას მოგვწონს ”ბარსას” თამაში.კატალონიელები ძალზედ სანახაობრივები არიან, მაგრამ მადრიდი არის საათივით.ყველას ანადგურებს.ისინი სისწრაფით და ფიზიკური თუ მორალური სიძლიერით გამოირჩევიან.ვფიქრობ, მოუ წარმატებულია, რამეთუ აშენებს საკმაოდ ეფექტურ გუნდს.

- მოურინიოს საქციელები თუ მოგწონთ მოედნის გარეთ?
- ვგონებ, ფეხბურთში დამრიგებლებს შორის არ ბატონობს კორპორატივიზმი.უხეშად რომ ვთქვათ, ყველა თავისთვის არის.ასეთ გარემოს, მოურინიოს სიტყვებიც ემატება და საბოლოოდ ვღებულობთ ცუდ შედეგს.პრესიადოს თავის დაცვა მოუხდა.ჩემი აზრით, მწვრთნელები ერთმანეთის მიმართ მეგობრულად უნდა ვიყოთ განწყობილნი და რაც მთავარია, მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს პროფესიას.

- რიგითი მწვრთნელები პრესიადოს გამოექომაგნენ...
- ვფიქრობ, მოურინიო სხვის საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს.პრესიადოს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ პატიოსანი ადამიანია.ვერ გეტყვით რა უფრო რთულია, ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუ დაბალი დივიზიონიდან გუნდის ამოყვანა და მისგან ღირსეული კლუბის ჩამოყალიბება.

- მიმდინარე სეზონში, რისი წყალობით გახდა ”რეალი” ძლიერი?
- უწინარეს ყოვლისა, კოლექტიური თამაშის.ამჟამინდელი ”ბლანკოსის” მენტალიტეტი არის თავდაცვაზე ზრუნვა.მათი მთავარი ამოცანაა კარის მშრალად შენახვა და მხოლოდ ამის შემდეგ საგოლე მომენტების შექმნა.მოურინიომ ერთ მუშტად შეკრა გუნდი.მან ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და კოლექტიურობის შერწყმა მოახდინა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)