მოურინიო ლორენტეს ითხოვს

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო დაინტერესებულია ბასკი ფეხბურთელის, ფერნანდო ლორენტეს შეძენით, პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით ეს ფორვარდი "მერენგებს" ძალიან გამოადგებათ, ამიტომ საჭიროა ამ ტრანსფერით სერიოზული დაინტერესება და კონსესუსის მიღწევა...


ლორენტეს ლა ლიგის მომდევნო ტურში სწორედ "ბლანკოსის" წინააღმდეგ მოუწევს მატჩის გამართვა. ჟოზეს კი კიდევ უფრო კარგად შეეძლება ამ ფეხბურთელის შეფასება. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით "რეალი" აუცილებლად საჭიროებს ფერნანდოსნაირი ფორვარდის ყოლას, რადგან იგი ნამდვილი პროფესიონალია.

ჟოზეს ინტერესს მხარს უბამს კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი. ამას პირველ რიგში ის განაპირობებს, რომ ლორენტე ესპანელია, დონ ფლორენტინოს კი გუნდის ესპანიზაციის საკითხი დიდი ხანია დაყენებული აქვს, დროთა განმავლობაში მან რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა, რომელიც ამ ეროვნებას წარმოადგენს.

ბასკის გარდა სამეფო კლუბი უეინ რუნის აკვირდება, მაგრამ მისი ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან რთული იქნება, რადგან ინგლისელმა მანჩესტერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და განაცხადა, რომ არ სურს სამშობლოდან აბარგება.

ასევე განიხილება რომრო ლუკაკუს და უგო ალმეიდას კანდიდატურაც, მაგრამ ეს ფეხბურთელები ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღმოჩდნენ "თეთრებში", რადგან მოურინიოს წინა ხაზში მაღალკვალიფიციური ფეხბურთელი სჭირდება. dle 10.1

  • Hala
  • 16 ნოემბერი 2010
  • 1981
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)