ალონსო: ჩვენ არ გავჩერდებით

მატჩის შემდეგ ხაბი ალონსომ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით სამეფო კლუბი არ აპირებს გაჩერებას და ამ გუნდის მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა...


"ეს შეხვედრა ძალიან ინტენსიური გამოდგა, მომენტები მრავალი იყო, მაგრამ გოლის გატანას ვერ ვახერხებდით, თუმცა ბოლოს მაინც გაგვიღიმა ბედმა და ავიღეთ პრესიადოს გუნდის კარი. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გონსალოს გატანილი გოლისთვის, ეს ბურთი 3 ქულის აღებაში დაგვეხმარა, ყველანი ბედნიერები ვართ დღევანდელი გამარჯვებით."

"ორივე გუნდი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, იყო სწრაფი შეტევები და სანახაობა. გუნდები დაცვაშიც კარგად თამაშობდნენ და თავდასხმაშიც. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ორმხრივ შეტევებში მიდიოდა, ნიშანდობლივია, რომ ჩვენ უფრო მეტ მომენტს ვქმნიდით და გაცილებით მეტი შანსი გვგქონდა. ანგარიში ჩვენ დამსახურებულად გავხსენით და მომდევნო 3 ქულა მოვიპოვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცხრილში კვლავ პირველ ადგილს ვინარჩუნებთ, ვიმედოვნებ, რომ ეს პოზიცია კიდევ დიდ ხანს გვექნება დაკავებული."

"ამბიციური გუნდი ვართ და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, ჩვენგან ყოველთვის გამარჯვებას ელიან და ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის. ვგონებ, სამეფო კლუბის თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება და იღწვის წარმატებისკენ. ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, ამ გუნდის პოტენციალი უფრო დიდია, დარწმუნებული ვარ უფრო დავიხვეწებით." dle 10.1

  • Hala
  • 15 ნოემბერი 2010
  • 1548
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (82)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)