კანალესი არენდით წავა?

ამ ზაფხულს ხორხე ვალდანომ და კომპანიამ ახალგაზრდა სერხიო კანალესი გუნდში მოიყვანეს და მასზე მთელი მადრიდი დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ "ქერა" ფეხბურთელი სტაბილურად თამაშს და "ბლანკოსზე" მორგებას ჯერ-ჯერობით აგვიანებს, ამით შეშფოთებულია მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო. "მურსიასთან" შეხვედრაში ჟოზემ სერხიო მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალა...


გუნდში დიდი კონკურენციაა, მესუთ ოზილი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და მასთვის კონკურენციის გაწევა თვით რიკარდო კაკასაც გაუჭირდება, რომელიც სულ მალე დააღწევს თავს ლაზარეთს და სათამაშოდ მზად იქნება, ბრაზილიელის დაბრუნების შემდეგ კანალესის პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდება, რაც ფეხბურთელის ფორმიდან კიდევ უფრო ამოვარდნას შეუწყობს ხელს, ეს კი არც ფეხბურთელს და არც "რეალს" აწყობს, ასე რომ სასწრაფოდ გამოსავალია საპოვნელი.

ხორხე ვალდანო და ფეხბურთელის მამა სულ ცოტა ხანში შეხვდებიან ერთმანეთს და ახალგაზრდა ტალანტზე ისაუბრებენ, "ბლანკოსმა" როგორც სჩანს გადაწყვეტილება მიიღო და სერხიოს გასხვისება სურს, რათა ფეხბურთელმა მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს და "რეალში" გაცილებით უფრო გამოცდილი დაბრუნდეს.

სავარაუდოდ გასხვისება სანტანდერის "რასინგში" მოხდება, სწორედ ამ კლუბიდან გადმოვიდა ახალგაზრდა ნიჭიერი სამეფო კლუბში. ტრანსფერის სავარაუდო დროდ იანვრის თვე სახელდება, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. dle 10.1

  • Hala
  • 12 ნოემბერი 2010
  • 1688
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)