ადანი "Bwin"-თან

სამეფო კლუბის ახალგაზრდა მეკარემ, ადანიმ "Bwin"-ს ინტერვიუ მისცა სადაც რამდენიმე საინტერესო ფაქტზე ისაუბრა...


"ოდესღაც აუცილებლად დავკარგავთ ქულებს, მაგრამ ეს რაც შეიძლება გვიან უნდა მოხდეს. გამოჩნდება გუნდი, რომელიც ჩვენ შეცდომებს გამოიყენებს და გაიბრწყინებს. ახლა მხოლოდ ვარჯიშებზე და მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ, რადგან კარგი კურსი გვაქვს აღებული და გადახვევა არაფრით არ შეიძლება, გუნდი შესანიშნავად გრძნობს თავს."

"ხიხონის სპორტინგი სწრაფი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც ძალიან სწრაფად გადადის შეტევაზე. მათთან თამაში გაგვიჭირდება, რადგან ისინი საკუთარ მოედანზე გამოვლენ და საკუთარი გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერას იგრძნობენ. დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ და ყველაფერი წესრიგში იქნება, დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ გამარჯვებას და აქტივში კიდევ ერთი 3 ქულის ჩაწერას."

"ჩემ გუნდს შესანიშნავად შეუძლია შეტევაში თამაში, მეტოქემ აუცილებლად უნდა იგრძნოს, რომ ჩემპიონ გუნდს ეთამაშება. ყველანაირად ვეცდებით მაღალი ხარისხის ფეხბურთის ჩვენებას."

"ჟოზე მოურინიო თითოეულ ფეხბურთელს ენდობა, ყველაფერს ვაკეთებ პორტუგალიელის ნდობის დასამსახურებილად, ახალგაზრდა ვარ და ვთვლი, რომ მაქვს მაღალი დონის მეკარეობის პოტენციალი, თავდაუზოგავად ვვარჯიშობ."

"მომდევნო ტურში "ვილიარეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ძალიან სანახაობრივი იქნება, ეს გუნდები მოწინავე პოზიციებს იკავებენ, დარწმუნებული ვარ კარგი თამაში გამოვა და გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩება." dle 10.1

  • Hala
  • 12 ნოემბერი 2010
  • 1579
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)