მოურინიო: ”მნიშვნელოვანი თამაში გველის”

ჟოზე მოურინიომ ”მურსიასთან” შეხვედრის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


”მურსიას” წინააღმდეგ პირველი წუთებიდან ითამაშებენ, კასილასი, რამოსი, ალბიოლი, არბელოა, მარსელო, კანალესი, გრანერო, პედრო ლეონი, ბენზემა და კიდევ ორი ფეხბურთელი.სამეფო თასს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ესპანეთში, აქედან გამომდინარე ჩვენ მის დასაპყრობად უნდა დავირაზმოთ.”

”მიმდინარე სეზონში ”მურსიასთან” დაპირისპირება ყველაზე მნიშვნელოვანია, რამეთუ შემდეგ ეტაპზე გასვლის ბედი წყდება.”რეალის” მიზანია მხოლოდ გამარჯვება და მეტი არაფერი.ჩემპიონთა ლიგაზე კლუბს შეუძლია დათმოს 1 შეხვედრა იმ მიზეზით, რომ წინ კიდევ 5 აქვს გასამართი, ანალოგიური სიტუაციაა პრიმერაშიც, მაგრამ კოპა დელ რეიზე წაგების უფლება არ გვაქვს.ვგონებ, მათ დასამარცხებლად ორი გოლიც საკმარისი იქნება.”

”ჩვენ უფრო მხურვალე ”ბერნაბეუს” პუბლიკას ველოდებით.ფეხბურთელები საჭიროებენ მეტ მხარდაჭერას.სათასო შეხვედრა კარგი შანსია გულშემატკივრებისათვის, რათა მათ თავიანთი სიყვარული და ერთგულება გამოხატონ ფეხბურთელებისადმი.”

”ჩემპიონატებს შემადგენლობა იგებს და არა გუნდი.თანამედროვე ფეხბურთში, ისეთი ტექნოლოგიებია განვითარებული, რომ მოთამაშეს შეუძლია 50 თამაში ჩაატაროს სეზონში.მე მყავს გაერთიანებული შემადგენლობა.ფეხბურთელები გვეხმარებიან როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც.რამდენიმე დღის წინ ვახსენე, რომ დღევანდელი დაპირისპირების დამწყები, შესაძლებელია ხვალინდელის სათადარიგო იყოს თქო.სამეფო კლუბს მყარი სტრუქტურა აქვს.ჩვენ ვთამაშობთ კარგად და ვიგებთ მატჩებს, მაგრამ რატომღაც პრესის წარმომადგენლები, ”ბლანკოსში” არა ხშირ როტაციას, დრამატულ ფაქტად ნათლავენ.”

”ზამთარში შემადგენლობას ბრწყინვალე მატება ექნება, რამეთუ კაკა და გაგო დაბრუნდებიან.არგენტინელიც და ბრაზილიელიც, ჩემი ფორმირების გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურები არიან.ალბათ, წარმოიდგენთ, როგორი რთულია, როდესაც სეზონი კარგა ხანი დაიწყო და შენ ერთი მატჩიც არ გაქვს ჩატარებული.იმედია, ბიჭები მალე მოიშუშებენ ტრავმებს, რის შემდეგადაც მათი დრო დადგება.”

”ბენზემას თამაშით კმაყოფილნი ვართ.”მურსიასთან” მას სასტარტოში ვიხილავთ.იმედია, ფრანგი გოლით გამოირჩევს თავს.თუ ქარიმი კარგად გააგრძელებს გამოსვლას, ბოლოს და ბოლოს ძირითადშიც დაიმკვიდრებს ადგილს.”
”პედრო ლეონი საწყისი წუთებიდან ჩაერთვება მატჩში.მან ნებისმიერი წუთი უნდა გამოიყენოს, რომელიც მიეცემა.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)