მადრიდის ”რეალი” - მადრიდის ”ატლეტიკო” [პრევიუ]

დღეს, 00:00 საათზე, მადრიდში პრიმერას მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა აიღებს სტარტს.


ესპანეთის დედაქალაქში მადრიდული დერბი გაიმართება, სადაც ”რეალი” ”ატლეტიკოს” მიიღებს.”თეთრები” ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ, ლა ლიგაში ეცდებიან ლიდერობის გამყარებას.

ნიშანდობლივია, რომ ”წითლები” უკანასკნელი 11 სეზონის განმავლობაში ვერ ახერხებენ ”ბერნაბეუზე” წარმატების მიღწევას.

როგორც ცნობილია, ჟოზე მოურინიო სასტარტო შემადგენლობას არ შეცვლის დღევანდელი თამაშისათვის.განაცხადში ერთადერთი სიახლე გახლავთ მეკარე ისააკი, რომელიც ტრავმირებულ დუდეკს ჩაენაცვლა.

რაც შეეხება ”ატლეტიკოს” შემადგენლობას, კიკე სანჩეს ფლორესის გუნდი გარკვეულ საკადრო პრობლემებს განიცდის.”წითლები” გოდინს, ასენხოსა და პერეას მოისაკლისებენ.თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე სათუო იყო რეიესისა და პულიდოს მონაწილეობა დერბიში, თუმცა ამ უკანასკნელებმა დაზიანებები მოიშუშეს და მზად არიან საბრძოლველად.

ჯამში ”რეალი” და ”ატლეტიკო” 146-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საიდანაც 79 შემთხვევაში ”ბლანკოსმა” იზეიმა გამარჯვება, ხოლო 35 შემთხვევაში კი ”წითლებმა.”ბურთების შეფარდება 261-198-ზეა, სამეფო გუნდის სასარგებლოდ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)