El Derbi Madrideleno: საუკეთესო "თეთრები" - საუკეთესო "წითლების" წინააღმდეგ

როგორც მოგეხსენებათ მიმდინარე უიქენდზე ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩები გაიმართება. ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში (სანტიაგო ბერნაბეუ) გაიმართება. შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. საუკეთესო "თეთრები" - საუკეთესო "წითლების" წინააღმდეგ.


რიკარდო კარვალიო & პეპე VS სერხიო აგუერო & დიეგო ფორლანი

მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელები 'სანტიაგო ბერნაბეუს' დიდი ენთუზიაზმით სტუმრობენ. კიკე სანჩეს ფლორესის შეგირდები იმედოვნებენ, რომ მადრიდის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენენ და მოწინააღმდეგეს ღირსეულ მეტოქეობას გაუწევენ. მადრიდელები ამ ყველაფრის გაკეთებას მეტწილად ორი ბრწყინვალე ფორვარდის, სერხიო აგუეროსა და დიეგო ფორლანის ხარჯზე აპირებენ, რომლებიც "ატლეტიკოს" სიმბოლოდ არიან ქცეულნი. ურუგვაელმა მოთამაშემ გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მაგრამ ამჟამად ფორლანი საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფება.

რაც შეეხება კუნს, იგი ტრავმათა უსასრულო სერიების შემდეგ ფიტნეს ვარჯიშებს მიეძალა და ამჟამად საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. უკანასკნელ მატჩებში აგუერო საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება, მან ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოახერხა "როსენბორგის" კარის აღება, ასე რომ მადრიდის "რეალის" მცველები არგენტინელ ფორვარდს უნდა უფრთხოდნენ... შესაძლოა რიკარდო კარვალიომ კუნის სისწრაფეში დაჯაბნა ვერ მოახერხოს, მაგრამ ბრწყინვალე ფიზიკურ კონდიციებში მყოფი პეპე კი ნამდვილად სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს არგენტინელ ფორვარდს. ხვალ საღამოს გულშემატკივარი ძალიან საინტერესო დაპირისპირებას იხილავს.

სერხიო რამოსი VS სიმაო

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, რომელიც ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა მუხლის მცირე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ რამდენიმე შეხვედრა გაუცდა, მაგრამ ამჟამად სერხიო საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. მადრიდელმა მცველმა "მილანთან" შეხვედრაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 24 წლის ფეხბურთელი მადრიდული დერბისთვის საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით ემზადება.

სიმაო თავისი ასაკის მიუხედავად საკმაოდ კარგ ფორმაშია. ამ ფეხბურთელის მთავარი დამრტყმელი ძალა ყოველთვის სისწრაფე და საოცარი დრიბლინგი იყო. 31 წლის პორტუგალიელი მოთამაშე დღესაც ძალიან სწრაფი, მობილური და შედეგიანი ფეხბურთელია, როგორც წლების წინ... იგი ხვალინდელ მატჩშიც შეეცდება სერხიო რამოსს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს და ესპანელ მცველს მრავალი პრობლემა შეუქმნას.

ჩაბი ალონსო VS ტიაგო

ეს ორი ჩამშლელი ნახევარმცველი ერთმანეთისგან საკმაოდ ბევრი სათამაშო ასპექტით გამოირჩევიან, მაგრამ ესპანელსაც და პორტუგალიელსაც აქვთ საერთო თვისებები. მაგალითად: ორივე მათგანს კარგად შეუძლია შეტევაში ჩართვა და ასევე უკანა ხაზელების დახმარებაც, ამ მხრივ ორივე ფეხბურთელი უნიკალურია.

ჩაბის ძალიან კარგი შორეული გადაცემების გაკეთება შეუძლია. დამცველობითი ფუნქციების გარდა მას მესუთ ოზილის, კრიშტიანო რონალდოს და ანხელ დი მარიას შედეგიანი გადაცემებით მომარაგება ევალება, რასაც ესპანელი ნახევარმცველი თავს ბრწყინვალედ ართმევს.

ალონსოსგან განსხვავებით ტიაგო მეტწილად დაცვითი ფუნქციების შესრულებით არის დაკავებული. პორტუგალიელი ფეხბურთელი საკმაოდ კარგად თამაშობს თავით. გულშემატკივარს ნამდვილად საინტერესო დუელი ელის.

მესუთ ოზილი VS პაულო ასუნსაო

მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი ახალ კლუბს ბრწყინვალედ მოერგო, შეიძლება ითქვას ერთი პერიოდი გუნდის ლიდერადაც იქცა. თურქული ფესვების მქონე 21 წლის ფეხბურთელისთვის "თეთრ" მაისურში ახალი ცხოვრება დაიწყო. იგი გაცილებით უფრო დიდ პასუხისმგებლობას და მოტივაციას გრძნობს სამეფო კლუბში, ვიდრე ეს ყველაფერი ბრემენის "ვერდერში" ხდებოდა.

ოზილი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, მისთვის რამდენიმე მოწინააღმდეგის მოტყუება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, მესუტს მოედნის დიდებული ხედვა გააჩნია, იგი ძალიან ბევრ შედეგიან გადაცემებს ასრულებს, ოზი ის მოთამაშეა, რომელიც მოურინიოს და "რეალს" ჭირდებოდა.

გერმანელი ფეხბურთელის წინააღმდეგ მადრიდულ დერბიში, პაულო ასუნსაო ითამაშებს, რომელსაც საკმაოდ კარგად შეუძლია მეტოქის შეტევების ჩაშლა. გამოცდილი ნახევარმცველი მოწინააღმდეგე მოთამაშეების მისამართით უხეშ თამაშშიც საკმაოდ გაწაფულია, ამ მხრივ ოზილს საკმაოდ დიდი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს.

ანხელ დი მარია VS ხუან ვალერა

ვალერას ბერნაბეუზე ძალიან, ძალიან რთული მატჩის ჩატარება მოუწევს. ესპანელი მარჯვენა მცველის წინააღმდეგ ხვალინდელ მატჩში, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ანხელ დი მარია იბრძოლებს, რომელიც მადრიდის "რეალის" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც ძალიან სწრაფი, მობილური და უბრალოდ ძალიან კარგი მოთამაშეა.

ოზილის მსგავსად დი მარიაც ძალიან შედეგიანად ასპარეზობს სამეფო კლუბში. არგენტინელი ფეხბურთელი ვინგერის ფუნქციებს დიდებულად ასრულებს. ანხელს საკმაოდ კარგი გადაცემების გაკეთებაც შეუძლია, ეს ყველაფერი მან "მილანთან" გამართულ შეხვედრაშიც შესანიშნავად დაამტკიცა, როდესაც მან გონსალო იგუაინს ძალიან კარგი გადაცემა გაუკეთა და მეტოქის კარში გოლის გატანაში დაეხმარა.

კრიშტიანო რონალდო VS ფელიპე ლუისი

თუ დი მარია ბრწყინვალე ფორმაშია, რონალდო ორმაგად ბრწყინვალე ფორმაშია. პორტუგალიელი ფეხბურთელი უბრალოდ ფენომენალურად ასპარეზობს. სეზონის სტარტზე რონი სერიოზული კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოაქციეს, მაგრამ უკანასკნელ მატჩებში კრიშტიანომ ყველას ერთხმად დაუმტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

რონალდოს მადრიდულ დერბიში მეტოქეობას ბრაზილიელი ფელიპე ლუისი გაუწევს, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ლა კურუნიის "დეპორტივოდან" გადაბარგდა მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებში. ფელიპე საკმაოდ ნიჭიერი და კარგი მცველია, მაგრამ კვირას მას ძალიან სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს, მის წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი, კრიშტიანო რონალდო იასპარეზებს.


By Kevlisha... dle 10.1

  • kevlisha
  • 6 ნოემბერი 2010
  • 1971
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)