რა ხდება სამეფო კლუბში?

ალბათ, თუ გავითვალისწინებთ „რეალის“ ბოლოდროინდელ შედეგებს, სულაც არ არის გასაკვირი, რომ „მანჩესტერ სიტი“ ესპანეთიდან გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში.


ზიდანის შეგირდებმა სეზონი უფერულად დაიწყეს, თუმცა მწვრთნელის სწორი მიდგომებითა და გადაწყვეტილებებით, „რეალმა“ ბურთაობა გამოასწორა და გუნდი წარმატების გზას დაადგა, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, მადრიდში კვლავ კრიზისმა იჩინა თავი და რა არის ამის მიზეზი?

ვფიქრობ, მიმდინარე საფეხბურთო წელს, „ბლანკოსის“ მთავარ პრობლემას წარმოადგენს - მწირი შეტევითი პოტენციალი.ჩვენ ვიცით, რა შესაძლებლობები ჰქონდა გუნდს განვლილ სეზონებში, თუმცა როგორია დღევანდელი რეალობა - „რეალი“ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდებს შორის, მხოლოდ მე-15 პოზიციას იკავებს შიდა ჩემპიონატში განხორციელებული შედეგიანი დარტყმებით (49!).ჩვენს წინ ისეთი კლუბები არიან, როგორებიცაა: „ლესტერი,“ „ატალანტა,“ „ლაციო“ და ა.შ. არადა, როგორც აღვნიშნეთ, იყო დრო, როდესაც თავად სამეფო კლუბი ედგა სათავეში აღნიშნულ რეიტინგს.

ის, რომ წინა ხაზში პრობლემებია, ეს ყველაზე კარგად ზიდანს მოეხსენება და ფრანგიც ცდილობს სწორი ტაქტიკა და მიდგომა დანერგოს თითოეულ შეხვედრაში, რათა გუნდი უკან საიმედო ასპარეზობით მოახერხოს ფონს გასვლა.შესაბამისად, თუ გატანილი გოლების სტატისტიკაში ჩამოვრჩებით 14 გუნდს, გაშვებული ბურთების მონაცემებით, პირველ ადგილს ვიკავებთ „ლივერპულთან“ ერთად (ორივეს 17!) ეს მაჩვენებელი ვისი დამსახურებაა, თუ არა მწვრთნელის, რომელიც არსებული რესურსის გათვალისწინებით მაქსიმუმს აკეთებს.

ვგონებ, აღნიშნულის ნათელი მაგალითია განვლილი მატჩი „მანჩესტერ სიტისთან.“ რომ არა მიუტევებელი შეცდომები, 75-ე წუთამდე ზიზუს კარნახით მიმდინარეობდა შეხვედრა.ის არ შემცდარა თამაშის დაგეგმვის პროცესში და აქცენტებიც ზუსტად განსაზღვრა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

და რატომ ვცდილობთ ჯოხის გარდატეხვას თავდასხმაზე, ეს საკითხი უფრო კონკრეტულად განვიხილოთ.წლეულს, „რეალის“ წინა ხაზში ერთ-ერთი ნათელი წერტილი აზარი უნდა ყოფილიყო და მისმა გაუთავებელმა ტრავმებმა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა გუნდი.მისი არყოფნის დროს, ფაქტობრივად, მცველებისა და ნახევარმცველების შედეგიანობის იმედზე ვართ, ვინაიდან დანარჩენი შემტევები რიგ შემთხვევაში მხოლოდ სტატისტის როლს ასრულებენ შემადგენლობაში.

საინტერესოა, რომ ამ მომენტისათვის ევროპის ყველაზე პოპულარულ ფორვარდ ჰოლანდს, ამ სეზონში უფრო მეტჯერ ჰყავს დამწუხრებული მეტოქე, ვიდრე „რეალის“ 9 თავდამსხმელს ერთად, რაც ალბათ ღიმილის მომგვრელია და ამის ფონზე ზიდანისკენ თითის გაშვერა, არასამართლიანია.

იგივე „ქალაქელებთან“ დაპირისპირება რომ ავიღოთ, დამრიგებელმა 3 შემტევი დაუპირისპირა მეტოქეს - ვინისიუსი, ბენზემა და ისკო.აქედან, ბრაზილიელის დარტყმების მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველასთვის ნათელია, ხოლო ის, რომ ფრანგი 2020-ში მხოლოდ 2 გოლს მოითვლის, ესეც ყველას მოგვეხსენება და რაც შეეხება ესპანელს, მას უკანასკნელად 2018 წლის სექტემბერში ჰქონდა გოლი გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე.შეიძლება, ზინედინი შემადგენლობის ცუდად შერჩევაში დავადანაშაულოთ, მაგრამ სათადარიგო სკამზე მსხდომი შემტევები, ბეილი, იოვიჩი და ვასკესი, თანაგუნდელებზე ცუდი სტატისტიკით არიან წარმოდგენილნი.

ჩემი აზრით, ზიდანმა კარგად იცოდა, რომ იგივე კაზემიროსა და ნაჩოს წყალობით მოპოვებული გამარჯვებები დიდხანს არ გაგრძელდებოდა, თუმცა ის უძლურია სეზონის მსვლელობისას რამე შეცვალოს.ერთადერთი გამოსავალი არსებობს და ეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაა, რა დროსაც დიდი რეორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს ოფიციალურ მადრიდში.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სერიოზული წარმატების დადება, სასწაულის ტოლფასი იქნება, თუმცა საფეხბურთო სამყაროში ვინ არის ზიდანზე დიდი სასწაულთმოქმედი?


პ.ს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ თითოეულმა თქვენგანმა დააფიქსირეთ აზრი და უკვე კომენტარებში უფრო ღრმად განვიხილოთ აღნიშნული თემა.
dle 10.1


76

27 თებერვალი 2020 16:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Sani_Real
ანიჩკა არ ჩანს რაღაც wink წინასწარ მეტყველი რო ამბობდა სელტას ვუგებთო მერე ლევანტეს მოვუგებთო და ბოლოს სიტისაც მოვუგებთო რას ნერვიულობთო სიტიაო რა winked

დაიცადე შემოვა და იტყვის ზიდანს ეკიდა ეგ თასიო. ლა ლიგაზე აკეთებს აქცენტოს პროსტა დაძაბეს სიტუაცია ლა ლიგაში ინტრიგის გამოვო რათ უნდა მაგას ბევრი ფიქრი😂

77

27 თებერვალი 2020 16:44

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: lukaerko
აი ამ საიტზე როგორც ვხედავ უმეტესობასთან არც კამათს და არც განხილვას აზრი არ აქვს,, გუშინ 99 პროცენტი სხვას იძახდა და ერთმა კაცმა სტატია დაწერა სადაც ზიდანი ამ ყველაფრისგან გაწმინდა და აყვა იმ 99 % იდან 90,,,, ზიდანია ყველაფრის თავი და ბოლო და გასაჯმევინებელია გუნდიდან,,, აუ იტოგში დავიღალე აზრი არააქვს თქვენთან განხილვარ მთვარეზე ხართ აქ უმეტესობა ,, და ზიდანს აღმერთებთ ამ სტატიის ავტორის თამადობით


თუ არ ეთანხმები სტატიის პათოსს, საწინააღმდეგო დაწერე და მოგისმენთ :) ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის აზრი და თუ არასწორია, არგუმენტებიც მოიყვანე :)
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

78

27 თებერვალი 2020 16:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: lukaerko
აი ამ საიტზე როგორც ვხედავ უმეტესობასთან არც კამათს და არც განხილვას აზრი არ აქვს,, გუშინ 99 პროცენტი სხვას იძახდა და ერთმა კაცმა სტატია დაწერა სადაც ზიდანი ამ ყველაფრისგან გაწმინდა და აყვა იმ 99 % იდან 90,,,, ზიდანია ყველაფრის თავი და ბოლო და გასაჯმევინებელია გუნდიდან,,, აუ იტოგში დავიღალე აზრი არააქვს თქვენთან განხილვარ მთვარეზე ხართ აქ უმეტესობა ,, და ზიდანს აღმერთებთ ამ სტატიის ავტორის თამადობით

და მეტ პრობლემას ვერ ხედავ ხო? ზიდანი ვინაა საერთოდ იცი? რამდენი წლის ხარ გულახდილად თქვი, აი წავიდა ზიდანი ვინ გინდა რო მოვიდეს შენი ოცნების მწვრთნელი დაასახელე

79

27 თებერვალი 2020 16:47

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
მეგობრებო, რონალდუს წასვლის შემდეგ, რეალის შეტევა რომ ჩამოიშალა, ამას რათ უნდა დიდი ბჭობა, ესე არ არის? როდესაც გოლების მანქანამ დაგვტოვა, მის შემცვლელად (ცოტა ხმამაღალი ნათქვამია), მოიყვანეს ვინმე? იდეაში, აზარს უნდა გამოეცოცხლებინა წინა ხაზი, მაგრამ მარტო აზარიც არ კმარა...

ეს ბენზემა კიდე არარის სტაბილური ფორვარდი და რაც გინდათ ის ქენით )))))პლიუს სრულიად იმპოტენტი ბეილი, რომელიც ფორმალურად არის რეალის წევრი და მორჩა....

ვინისიუსმა დარტყმა არ იცის, ისე კი ამწვავებს გვარიანად...როდრიგო ჯერ ძააან პატარა...იოვიჩმა ადაპტაცია ვერ გაიარა...

საერთო ჯამში შეიქმნა კოლაფსი.... ისე წერთ მეტი ვინ გინდათ შეტევაშიო, თითქოს გადასარევად იყოს საქმე )))))

გუნდის 9 ფოვარდზე უკეთესი მაჩვენებელი რომ ერთ ჰოლანდს ექნება, ნუ უკვე დიდი კითხვებია ხო?

ბენზემამ ის 18 გოლი თუ გაიტანა, მარტო ეგ 18 შველის საქმეს? რეალს უბრალოდ არ ეკადრება ასეთი შეტევა და წერტილი....
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

80

27 თებერვალი 2020 16:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მე პიარადად პერესით ვარ უკმაყოფილო. რამდენს დაპირდა:მანეო,მბაპეო,პოგბაო კანტეო აზარი კაი მოუყვანა მაგრამ ვერაფერს აკეთებს.ლაღად ვერ თამაშობს.პენალტების მოპოვება და იმ პენალტებსაც რამოსი ურტყამს ღორი.დაუთმოს ან აზარს ან ბენზემას ან როდრიგოს.ხალისი მიეცემათ აზარსაც და როდრიგოსაც და ერთი გოლი გახსნით.ბენზემას კი მესის ებრძვის ვინ იქნება ბომბარდირი.კიდე ფლორენტინო პერეს ზამთარში შეეძლო 30 მილიონად ჰალანდის დათრევა და ზიზუს რომ მიეცა შანსი დაინახავდა მის ტალანტს და ისე არ დატოვებდა.კიდევ მარტო ჰალანდით საქმეს ვერ უშველით ვინმე ვინგერია საჭირო.ოდეგარი ასეთი არ არის შუიდან სიღრმიდან უტევს.ის არ გამოგვადგება უფრო შემტევი ნახევარმცველი იქნებ.ვინგერი უნდა იყოს სწრაფი აქ ყველაზე კაი ვარიანტი მბაპეა.სევე ცენტრია ნახევარდაცვის გასაძლიერებელი და ვან დე ბეეკია საჭირო.ეს 3 ტრანსფერი (ოდეგარის და ჰაკიმის დაბრუნება) ნამდვილად გამოგვაცოცხლებს და ახალგაზრდული გუნდი გვეყოლება.მბაპე სადღაც 250 მილიონი,ჰალანდი 100 და დონი 60 მილიონი დაჯდება. 410 მილიონი პრობლემა არ უნდა იყოს

81

27 თებერვალი 2020 16:53

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
რავი, ზოგიერთს ზოდანზე როგორ გიბრუნდებათ ენა? მის ღვაწლს თუ ვერ ხედავთ, მაშინ დაიხურეთ ქუდები )))) შარშანდელზე არანაკლებ სიტუაციაში ვიქნებოდით, რომ არა ზიდანი...

გუნდს ყველაფერი გამართულად აქვს, მომენტების შექმნისა და რეალიზაციის გარდა... ხოდა არვიცი, ზოგი მართლა არ უყურებს ეტყობა რეალის თამაშებს

როდრიგო და ვინი არიან მომავლის ფეხბურთელები და არა აწმყოსი...როდის გინახავთ 18-19 წლის ბიჭებზე იდგეს ასეთი დიდი კლუბი როგორიც რეალია? სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ვიყენებთ მათ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ...

ვინი შარშანდელთან შედარებით მაგრად დაიხვეწა, მაგრამ დარტყმა არ აქვს, დარტყმა...
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

82

27 თებერვალი 2020 16:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წინა ზაფხულს მბაპე მანე პოგბას არცერთის მოყვანის შანსი არ იყო. ერთი აზარი შეეძლო და ისიც მოიყვანა. სალაპარაკოდ ადვილია მოიყვანოს მარა ეგრე არაა ხელი დაადოს და ყველა წაიყვანოს. პოგბა არ გაუშვა მანიუმ თორე იყიდიდა პერესი ბოლოს კი უშვებდა მარა იმხელა ფასი დაადო უარი თქვა პერესმა. წინა ზაფხულს 200 მილიონს გავიდა მინუსში ამ ზაფხულსაც მაგდენს რო გავიდეს მინუსში შეილება რეალიც მოხსნან ლიგიდან. გასაყიდი კი ბევრი ყავს რეალს ძაან დომხალია გუნდში

83

27 თებერვალი 2020 16:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1389
ზიდანის წაგებულია ეს თამაში თავიდან ბოლომდე, ყველაფერში როგორ უნდა ამართლებდეთ მაგ კაცს? კარვახალის ბრალი ყოფილა თურმე ყველაფერი, მაგ კარვახალს მთელი მარჯვენა ფრთა რომ მარტოს ებარა ვინმეს მართლა ეგონა ასეთი დონის მატჩს უშეცდომოთ ჩაატარებდა? რა სიმახინჯე ცვლილებები გააკეთა ტიპმა ეგეც კარვახალის ბრალია? გვარდიოლას რომ თამაშის ბოლო წუთებზე ცენტრი ჩაუხსნა ეგეც კარვახალის ბრალია ხო? ზიდანი თავისი ფეხით სანამ ავტოგოლს არ გაიტანს იქამდე არაფერი არ იქნება ხო მაგის ბრალი? რატომღაც შარშან სოლარის და ლოპოტეგის არავინ ამართლებდა შემტევების უუნარობით და ყველა მაგათ გაგდებას ითხოვდა.

84

27 თებერვალი 2020 16:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Federico_Valverde
რავი, ზოგიერთს ზოდანზე როგორ გიბრუნდებათ ენა? მის ღვაწლს თუ ვერ ხედავთ, მაშინ დაიხურეთ ქუდები )))) შარშანდელზე არანაკლებ სიტუაციაში ვიქნებოდით, რომ არა ზიდანი...

გუნდს ყველაფერი გამართულად აქვს, მომენტების შექმნისა და რეალიზაციის გარდა... ხოდა არვიცი, ზოგი მართლა არ უყურებს ეტყობა რეალის თამაშებს

როდრიგო და ვინი არიან მომავლის ფეხბურთელები და არა აწმყოსი...როდის გინახავთ 18-19 წლის ბიჭებზე იდგეს ასეთი დიდი კლუბი როგორიც რეალია? სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ვიყენებთ მათ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ...

ვინი შარშანდელთან შედარებით მაგრად დაიხვეწა, მაგრამ დარტყმა არ აქვს, დარტყმა...

დაიცა თუ ძმა ხარ ტიპი 4 წელია მწვრთნელია და ლიგა აქვს და აგინებენ საერთოდ პიროვნებაზე და ლეგენდაზე რო არაფერი ვთქვა

85

27 თებერვალი 2020 17:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მარიანო ბეილი ხამესი ოდრიოზოლა ვასკესი მოდრიჩი სებალიოსი ბრაჰიმი მარსელო ესენია გასაყიდი და კიდევ განათხოვრებულები ყველა არ მახსოვს ვინც განათხოვრებულია. ამათი გაყიდვით კაი მაყუთს აიღებს გუნდი და მბაპეს კი იყიდის თუ გაუშვა ხალიფამ 250 მილიონად. დაბრუნებით აჩრაფი რეგილონი ოდეგაარი უნდა დააბრუნოს და ასეთუისე გუნდი შეიკვრება. ფორვარდს არ მოიყვანს ჯერ. ჰოლანდი კიდე 1 წელი დარჩება დორტმუნდში და 2021ში 75 მილიონი იქნება გამოსასყიდიო იძახიან და მაშინ შეეძლება ყიდვა. ერთი ნახ მცველიც თუ იყიდეს შემდეგ ზაფხულს მაგალითად ბეეკი უკვე სერიოზული გუნდი იკვრება. კურტუა არეოლა კარვახალი აჩრაფი რამოსი ვარანი მილიტაო ნაჩო რეგილონი მენდი კაზემირო კროოსი ვალვერდე ისკო ოდეგაარი ბეეკი აზარი ბენზემა მბაპე ვინიციუსი იოვიჩი როდრიგო მშვენიერი შემადგენლობაა ჩემი აზრით. სულ 2 კაცის ყიდვა მოუწევს პერესს მბაპე ბეეკი და განათხოვრებულები დაიბრუნოს

86

27 თებერვალი 2020 17:10

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: ronaldo legend
ზიდანის წაგებულია ეს თამაში თავიდან ბოლომდე, ყველაფერში როგორ უნდა ამართლებდეთ მაგ კაცს? კარვახალის ბრალი ყოფილა თურმე ყველაფერი, მაგ კარვახალს მთელი მარჯვენა ფრთა რომ მარტოს ებარა ვინმეს მართლა ეგონა ასეთი დონის მატჩს უშეცდომოთ ჩაატარებდა? რა სიმახინჯე ცვლილებები გააკეთა ტიპმა ეგეც კარვახალის ბრალია? გვარდიოლას რომ თამაშის ბოლო წუთებზე ცენტრი ჩაუხსნა ეგეც კარვახალის ბრალია ხო? ზიდანი თავისი ფეხით სანამ ავტოგოლს არ გაიტანს იქამდე არაფერი არ იქნება ხო მაგის ბრალი? რატომღაც შარშან სოლარის და ლოპოტეგის არავინ ამართლებდა შემტევების უუნარობით და ყველა მაგათ გაგდებას ითხოვდა.


ცენტრის ჩახსნაში რა იგულისხმება ერთი კაცურად მითხარი? 75 წუთამდე თამაშს ვიგებდით და არაფერი სანერვიულო არ იყო. მეტოქემ გაგვიტანა 2 ინდივიდუალური შეცდომის წყალობით და არა რაღაც ტაქტიკური უპირატესობით.///


გვარდიოლამაც აღნიშნა ნამატჩევს, რომ ჩვენ მაშინ გავუტანეთ რეალს, როდესაც ისინი უკეთესად გამოიყურებოდნენ მოედანზეო....

ტაქტიკურად სწორად ათამაშა ზიდანმა გუნდი... მაგრამ ის რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს შეტევაში, გუშინაც კარგად გამოჩნდა.

სასტარტო შემადგენლობას რომ გადახედეთ და ვინი-ბენზემა იყვნენ, აი ვისი იმედი გქონდათ, რომელი გაიტანდა გოლს? მაგრამ ტრაგედია იცით რაარის, სათადარიგოზე მაგაზე უარესები რო ისხდნენ, ბეილის თამადობით....სწორედ ამაშია საქმე რომ ისეთი ფორვარდი არ გვყავს გუნდში, რომლის იმედიც გვექნება...

4 ტური მესის გოლი ვერ გაქონდა, რა დროსაც ბენზემას შეეძლო გადაესწრო ლა ლიგაში და ამ დროს ბენზემამ რა ქნა? სასაცილოა რა
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

87

27 თებერვალი 2020 17:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1389
ციტატა: Federico_Valverde
ცენტრის ჩახსნაში რა იგულისხმება ერთი კაცურად მითხარი? 75 წუთამდე თამაშს ვიგებდით და არაფერი სანერვიულო არ იყო. მეტოქემ გაგვიტანა 2 ინდივიდუალური შეცდომის წყალობით და არა რაღაც ტაქტიკური უპირატესობით.///

რა იგულისხმება და ის რომ მოდრიჩი და ისკო იოვიჩით და ვასკესით ჩაანაცვლა, მაგ 5 შემტევამდე ბურთი მე მივიტანო? რამხელა შანსი იყო რო მესამე გოლიც მიგვეღო რა საჭირო იყო ეს ვაბანკი მეორე თამაში ხომ არ იყო? სწორედ მაგ სისულელის გამო აიკიდა რამოსმა წითელი ცენტრი რო პრახადნოი დვორი გახდა, ასეთ დროს იასნა ვინმე დაუშვებდა შეცდომას. მოლოდინს რაც შეეხება მე არც არაფრის მოლოდინი არ მქონია ისედაც ვიცოდი რო ასეთი შეტევით სიტისთან უშანსოდ ვიყავით.

88

27 თებერვალი 2020 17:21

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: RONALDINHO
ერთი მომენტი დამისახელეთ თავდასხმამ რომ შექმნა? ერთი მომენტი ...პლიუს ამას კარვახალზე მე პირადად კაი ხანია ვიძახი ეგ კაცი ძაან არეულია კაი ხანია და აღარაა რეალის დონე.შემტევი ტიპის ნახევარმცველიც საჭიროა.აი დებრუინის სტილის სწრაფი და მოხერხებული.რაც შეეხება შეტევას ახალი ფორვარდი რომ უნდა გუნდს მაგას ზიდანის გარფა ყველა ხვდება.


კარვახალი უკონკურენტოა დღევანდელ რეალში და როგორც ჩანს არ უხდება...აი, მოუყვანენ ზაფხულში ჰაკიმის და შემდეგ როდესაც მსგავს დებილობას გააკეთებს, მოუწევს სკამის ხეხვა...
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

89

27 თებერვალი 2020 17:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Federico_Valverde
ციტატა: RONALDINHO
ერთი მომენტი დამისახელეთ თავდასხმამ რომ შექმნა? ერთი მომენტი ...პლიუს ამას კარვახალზე მე პირადად კაი ხანია ვიძახი ეგ კაცი ძაან არეულია კაი ხანია და აღარაა რეალის დონე.შემტევი ტიპის ნახევარმცველიც საჭიროა.აი დებრუინის სტილის სწრაფი და მოხერხებული.რაც შეეხება შეტევას ახალი ფორვარდი რომ უნდა გუნდს მაგას ზიდანის გარფა ყველა ხვდება.


კარვახალი უკონკურენტოა დღევანდელ რეალში და როგორც ჩანს არ უხდება...აი, მოუყვანენ ზაფხულში ჰაკიმის და შემდეგ როდესაც მსგავს დებილობას გააკეთებს, მოუწევს სკამის ხეხვა...

დებილობის გარეშეც მოსვავს ბრატ ჰაკიმი კარვახალს დღეს რო ჰაკიმი ბევრად მაღალ დონეს აცVენებს რად უნდა ლაპარაკი აი მომავალ წელს კარგი გუნდი იქნება რეალი წინა ხაზი უნდა შეიცვალოს რა შეიცვალოს რა პრინციპში არც გვყავს საერთოდ

90

27 თებერვალი 2020 18:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არაფერი საგანგაშო არ ხდება რეალში, ეს ბუნებრივიცაა (მცირე კრიზისი) როცა ახალი გუნდის მშენებლობა მიდის. ბაიერნის გულშემატკივარი ვარ მაგრამ რეალმა რაც გააკეთა სულ რო ვერაფერი მოიგოს მომავალი 10 წელი უხეშად არ უნდა მოიხსენიოთ და არ უნდა აგინოთ, 3 წელი რამდენი სიხარული და ადრენალინიც მოგანიჭათ ამ კლუბმა მგონი ბუნებრივია რო რთულ მომენტში გინების ნაცვლად იამაყოთ მაინც ლოსბლანკოსით

91

27 თებერვალი 2020 19:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შეტევითი ხაზია პირველ რიგში შესაცვლეი, ბენზემას ფავორიტობა უნდა დასრულდეს გუნდში, წლეულს იოვიჩმა ვერ გაამართლა იმედები რაც ფრო მიეცა არაფერი შედეგი, არც ფლანგები ვარგა მენდი ეხლა იწყებს და ვერა ისეთო რასაც მარსელომ მიგვაჩვია კარვახალს საგრძნობლად აქ მოკლებული, ჰაკიმი დასაბრუნებელია პირველ რიგში კაზემირო კი აკეთებს თავის საქმეს ხამესის იგნორი ბეილის გაუთავებელი არაპროფესიონალიზმი გუნდის მიმართ, ლუკაც დაგვიბერდა, ვინისიუსი ისევ ჯუნგლებში დარბის ძალიან ბევრი ფრე ვითამაშეთ ამ სეზონში ძალიან ბევრი

92

27 თებერვალი 2020 21:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვინიპუხა, როდრიგო, რეინიერი--დროა ამ ბიჭებმა გაისად ერთად შეუტიან...ნუ გამომეკიდებით ეს ჩემი აზრია

93

27 თებერვალი 2020 21:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1172
ციტატა: Heisenberg
ციტატა: Wtf man
ციტატა: Heisenberg
ციტატა: rivaldo10
ციტატა: Wtf man
რეალს დარხეული აქვს კლასიკოში. სეტიენი ყოფილა გუშინ სტადიონზე და ძირეულად შეუსწავლია რეალი

ეგ არ მიხსენო ისევ იდივიდულაურად თუ ვაჯობეთ რეალს მაგის იმედი მაქ თორე სეტიენის მწვთნელობა და მეტოქის შესწავლა არ გაიშვას მართლა ბოსელში.

ინდივიდიუალურობა გადაწყვეტს ყველაფერს. ზიდანმა რაც არ უნდა მაგარი ტაქტიკა დახაზოს ჰომ ვიცი ბოლოს ვიღაცამ რაღაც მაგრად უნდა ჩაუყ.ევოს.

პ.ს კლასიკო გადაწყვეტს კლასიკოს გამარჯვებულს.

მესის იმედი მაქ რა. რეალი ავტობუსს არ თამაშობს მოურინიოს მერე და მესის სივრცეები ექნება ბლომად აი მანდ უნდა იყიჩაღოს მერე

ნუ ჰოოო . ახლა ისე ვარ ფრეც კაი შედეგი იქნებაა. მაგრამ კლასიკო ფრეე 1-1 ან ნულოვანი მაგარი მზეობაა უხვგოლიანი ფრე მაინც იყოს ;დ

1-1 დან მოყოლებული ყველა ფრე რეალისთვის წაგების ტოლფასია. რეალი და ბარსა ის თანაბრად მიდიან, შეიძლება ქულებიც ერთნაირი დააგროვონ და აი აქ დაერხევა რეალს ორი მატჩის ჯამში.

94

27 თებერვალი 2020 22:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალობა ასეთია არ გვყავს რასაც ჰქვია "გამწვავებელი"
დავიწყოთ ბენზემათი რომელიც არაა სწრაფი და როცა საჭიროა სადღაც დაბოდიალობ :) გუშინ მოდრიჩი და ვალვერდე უფრო იყვნენ წინ ვიდრე ეს
ბრაჰიმი და მარიანო- უბრალოდ დრო არ ეძლევათ ორივე კარგია მაგრამ არა გამოცდილი
როდრიგო და ვინი- ვინი გამწვავებაზე მაგარია მაგრამ ბოლოში...... თქვენც კარგად იცით
როდრიგო კი გამოუცდელია............
იოვიჩი-უბრალოდ დადის და კიდია თუ მიუვა მიუვა თუ არა და ვაბშე არ შედის ბრძოლებში და არ დარბის
ბეილი - უკომენტაროდ

95

27 თებერვალი 2020 23:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რა თქმა უნდა ზიდანის ბრალი არ არის ეს ყველაფერი,თუმცა ამ თამაშში მაინც დაუშვა დიდი შეცდომა,რომელიც გადამწყვეტი იყო. როდესაც მოედანზე სტერლინგი შემოვიდა მარტო კარვახალი იყო იმ ფლანგზე და მოუწია ერთი ერთზე ჯახი დასვენებულ სტერლინგთან. მაგალითად მენდის მთელი თამაში ვინიციუსი აზღვევდა და ასე თუ ისე შეძლეს მაჰრეზის განეიტრალება. როდესაც ბეილი შემოდიოდა (სტერლინგის შემოსვლიდან ორ წუთში) ვიფიქრე ზუსტად მაგისთვის შემოყავდა რო სტერლინგის გაჩერებაში დახმარებოდა კარვახალს, მაგრამ საერთოდ ვინის მაგივრად შემოიყვანა იმ ფლანგზე სადაც შეტევაშიც არაპროდუქტიულია და სულ აირია გუნდი მაგ ცვლილების მერე.

96

2 მარტი 2020 16:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Federico_Valverde
რავი, ზოგიერთს ზოდანზე როგორ გიბრუნდებათ ენა? მის ღვაწლს თუ ვერ ხედავთ, მაშინ დაიხურეთ ქუდები )))) შარშანდელზე არანაკლებ სიტუაციაში ვიქნებოდით, რომ არა ზიდანი...

გუნდს ყველაფერი გამართულად აქვს, მომენტების შექმნისა და რეალიზაციის გარდა... ხოდა არვიცი, ზოგი მართლა არ უყურებს ეტყობა რეალის თამაშებს

როდრიგო და ვინი არიან მომავლის ფეხბურთელები და არა აწმყოსი...როდის გინახავთ 18-19 წლის ბიჭებზე იდგეს ასეთი დიდი კლუბი როგორიც რეალია? სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ვიყენებთ მათ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ...

ვინი შარშანდელთან შედარებით მაგრად დაიხვეწა, მაგრამ დარტყმა არ აქვს, დარტყმა...

მართალი ხარ აათამაშა გუნდი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)