მბაპემ აზარის გზა აირჩია

ფლორენტინო პერესი მშვიდად აკვირდება, თუ როგორ იღებს „რეალში“ გადმოსვლის ინიციატივას ფრანგი სუპერ-ვარსკვლავი.


პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებების გაურკვეველი ვადით გადადების შემდეგ, მადრიდული გრანდი იმედიანად შეყურებს მპაბეს.მეტიც, ბოლო პერიოდში ის საკმაოდ აქტიურად იყენებს მედიას „რეალთან“ საფლირტაოდ: „როდესაც ხარ ფრანგი, რა თქმა უნდა, შენი კუმირია ზიდანი.მის შემდეგ იყო კრიშტიანუ“ - განაცხადა ფეხბურთელმა ფონდის დაარსების ცერემონიაზე, სადაც ცოტათი გაკვირვებული დარჩნენ ჟურნალისტები, ვინაიდან მათ კითხვა არ დაუსვამთ მისი სამომავლო გეგმების შესახებ.

ამავე კვირაში, კილიანმა ავტორიტეტული ВВС-სა La Gazzetta dello Sport-ის ტრიბუნით ისარგებლა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გამოეხატა თავისი სიმპათიები „ბლანკოსის“ მიმართა: „მადრიდის „რეალი?“ ბავშვობიდან მეც და ჩემს ირგვლივ მყოფი ხალხიც ამაზე ვსაუბრობდით.ვფიქრობ, ახლა შესაფერი მომენტი არ არის, რადგან სეზონის შუა ნაწილია და შესაძლებელია ჩემმა კომენტარმა ზიანი მიაყენოს პარიზს“ - დასძინა 21 წლის გოლეადორმა და შემდეგ დაამატა რომ მისი „შთაგონების წყარო არის რონალდუ და არა მესი.“

ყოველივე ამის ფონზე, სამეფო კლუბის გულშემატკივართა ნაწილი დონ პერესს უმოქმედობაში სდებს ბრალს და აგრესიულ ნაბიჯებისაკენ მოუწოდებს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პრეზიდენტი გამადიდებელი შუშით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას. ასე ხდებოდა ედენ აზარის შემთხვევაშიც. ბელგიელმა ფეხბურთელმა სწორედ თავისით გაიკვლია გზა ესპანეთის დედაქალაქისაკენ და რახან მბაპეც აზარის სცენარს მიჰყვება, რა საჭიროა ზედმეტი დაძაბულობა, მივცეთ მსოფლიო ჩემპიონს მანევრირების საშუალება.

შეგახსენებთ, რომ კილიანის კონტრაქტს „პსჟ“-სთან 2022 წლის 30 ივნისს გასდის ვადა.მილიარდერ შეიხს ამ ზაფხულს მართებს მისი სარფიანად გაყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო წლიდან უკვე ფრანგის კარნახით წარიმართება მოლაპარაკებები.

AS dle 10.1


76

25 იანვარი 2020 09:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Redondo86

ტრანსფერმარკეტში მბაპეს უწერია 200 მილიონი,,ეს კლუბმააა შეაფასააა?არადა ნახევარ მილიარდს ითხოვენნ მაშ რატომ წერია ტრამნსფერმარკეტში 200 მილიონი?ეს 200 მილიონი არის საბაზრო ღირებულებააა ტრანსფერმარკეტზე ბევრი იციან აქქქ,ერთერთი კომპეტენტური საიტიააა.

მაგალითად ტრანსფერმარკეტმა აზარი 100 მილიონად ყავდა შეფასებული და ესეც მოხდა 100 მილიონად ვიყიდეთ,,იგივე ტყრიფიეერი 28 მილიონად იყო შეფასებული და 21 მიოლიონად იყიდა ატლეტიკომ..ახლოს არის მათი მონაცემებიი,,ტრანსფერმარკეტი ერთერთი კომპეტენტურია.

ნახე ტრანსფერმარკეტი რამდენად აფასებდა კეპას რამდენად აფასებდა მაგვაიერს რამდენად აფასებდა ჰაალანდ რამდენად აფასებდა და რამდენად გაიყიდა თითოეული :D ტრანსფერ მარკეტი ჰაალანდს 45 მ აფასებდა ზალცბურგმა 16 გაყიდა მაგუაერს ტრანსფერ მარკეტი 50 აფასებდა მანჩესტერმა 80 იყიდა კეპას 35 აფასებდა ჩელსიმ 80 იყიდა ნახე რამდენი ღირდა ტრანსფერ მარკეტზე ვან დაიკი 35 მ ღირდა მარა ლივერპულმა 75 მ გადაიხადა :D

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)