არ ვიცი, როგორ დავიწყო, ისიც არ ვიცი ამ კაცს რის მეფე ვუწოდო, სატრანსფერო ფანჯრის, მოლაპარაკებების, მეტოქე გუნდის პრეზიდენტთა შებმის, დიპლომატიის, გუნდიდან გუნდის სიმბოლოების გაყრის (რაული, გუტი და ა.შ.), მადრიდიზმის , თუ სხვა რამის. ასეა თუ ისე, ერთი რამის თქმა შეიძლება, ის მეფეა, რომელიც ამ ყველაფერს და კიდევ ბევრ რამეს, თავის თავში აერთიანებს. ის უყვართ და სძულთ, მას უყვარს ”მადრიდის რეალი” და მისი ლეგენდები, მაგრამ ამავდროულად სრულიად ცივსისხლიანია ისეთი მიდგომის მიმართ, როგორიცაა ”რახან ლეგენდაა , არ აქ მნიშვნელობა რას აკეთებს”...

გუშინ 8 მარტი იყო. დღე, როცა ქვეყანას ფლორენტინო მოევლინა. დღე, რომელსაც ალბათ ყველა მაგარი ფეხბურთელის გუნდის მფლობელები და მწვრთნელები წყევლიან. ბევრია მისი დამსახურება ”მადრიდის რეალის” განვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი რეფორმა არ იყო კარგი. სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ ამ კაცის დაბადების დღე სულ რაღაც ორი დღით აცდა ”მადრიდის რეალის” დაარსების დღის თარიღს. სტატიაც ამ კაცს ეძღვნება.
  • shvela
  • 9 მარტი 2012
  • 3346
  • 0
როგორც წინა სტატიაში იხილეთ, "მარკამ" გამოკითხვა ჩაატარა და გამოავლინეს "რეალის" ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელების სია...
როგორც იცით, "რეალის" 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, "მარკა" თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სხვადასხვა ტიპის გამოკითხვებს ატარებს.ყველა დროის საუკეთესო შემადგენლობის გამოვლენის შემდეგ, ამჯერად, ქომაგებს საუკეთესო მწვრთნელი უნდა აერჩიათ.
"ბეტისთან" დაპირისპირება, ჟოზე მოურინიოთვის მე-100 გამოდგება "რეალის" თავკაცის რანგში.
ნისლიანი მადრიდი



ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლო ინგლისელმა ფეხბურთელმა დატოვა ''ბლანკოსი''. საუბარია დევიდ ბექემზე, რომელმაც 2007 წლის 11 იანვარს ხელი მოაწერა "ლოს ანჯელეს-გელექს"-თან კონტრაქტს. დღევანდელ სტატიაში მინდა შევეხო ყველა იმ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს , რომლებიც მოღვაწეობდნენ თეთრი მაისურით.
როგორც აქამდე ოფიციალური წყარო იუწყებოდა, კრიშტიანუ რონალდუს გრიპის მახასიათებელი თვისებები აღენიშნებოდა, თუმცა ჟურნალისტებმა პორტუგალიელის რეალური პრობლემა დაადგინეს.
  • tata
  • 8 მარტი 2012
  • 6012
  • 0
გრანდიოზული გამარჯვების შემდეგ, ჩავიმ განაცხადა, რომ ლიონელ მესი არის ის ფეხბურთელი, რომელიც შეუდარებელია და შესაბამისად, მისი და კრიშტიანუს შედარებაც ალოგიკურია.
  • tata
  • 8 მარტი 2012
  • 7451
  • 0
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, "სამეფო" კლუბის მამოძრავებელმა ძალამ, ჩაბი ალონსომ უკვე დააგროვა 2 ყვითელი ბარათი, რის გამოც მას ფრთხილად ყოფნა მმართებს.
  • tata
  • 8 მარტი 2012
  • 1794
  • 0
როგორც უკვე მოგახსენეთ, "მერენგთა" ქომაგებმა აღნიშნეს 8 წლის იუბილე. დღესვე მეორე ფან–კლუბმა იზეიმა შექმნის 10 წლის იუბილე. ღონისძიებას ესწრებოდნენ გუნდის წარმომადგენლები და ყოფილი ფეხბურთელები, კერძოდ გამოსარჩევია პაჩო და პეპე ბოტენ სალგუერო.
  • tata
  • 8 მარტი 2012
  • 1249
  • 0
სამი ტურნირის, "კოპა დელ რეის", "ლა ლიგის" და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, მადრიდის "რეალმა" 19 გასვლითი შეხვედრა გამართა მიმდინარე სეზონში. ამ შეხვედრებიდან კი "მერენგებმა" 13 ისე მოიგეს, რომ გოლი არ გაუშვიათ. პირველი გასვლითი მატჩი "სარაგოსასთან" შედგა, როცა დედაქალაქელებმა 0–6 სძლიეს მეტოქე გუნდის მოთამაშეებს, ხოლო უკანასკნელი მატჩი "რაიო ვალეკანოსთან", სადაც მადრიდელებმა 0–1 იმარჯვეს. წარმოდგენილი მაჩვენებლით, ესპანელები მთელი მსოფლიოს მაშტაბით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ვინაიდან მათი პროცენტული შეფარდება 68–ს უტოლდება.
  • tata
  • 8 მარტი 2012
  • 2051
  • 0
მადრიდის "რეალის" ერთ–ერთმა მხარდამჭერთა კლუბმა, დღეს რვა წლის იუბილე აღნიშნა. ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას "სამეფო" კლუბის ვიცე–პრეზიდენტი, ედუარდო ფერნანდესი და კლუბის პიარ–მენეჯერი ბლასი, ესწრებოდნენ.
  • tata
  • 8 მარტი 2012
  • 1147
  • 0
მადრიდის "რეალის" ფონდმა მორიგი სკოლა გახსნა, ამჯერად ეს ჰონდურასის სახელმწიფოში მოხდა. ამ ღონისძიების გამო, სან პედროში ემილიო ბუტრაგენიო გაემგზავრა და დაესწრო სკოლის გახსნას. მადრიდელებს ხსენებულ საკითხში პარტნიორობა სან სულას მერიამ და სპორტულმა ინსტიტუტმა, "Diunsa"-მ გაუწიეს. ოფიციალური წყაროს თანახმად, სკოლაში ის 250 ბავშვი ისწავლის, რომელიც ღატაკ ოჯახში იზრდება.
  • tata
  • 8 მარტი 2012
  • 1136
  • 0
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ფონდი 12–15 წლამდე ბავშვებს წამახალისებელ ჩემპიონატში აგზავნის ყოველთვიურად. ამასთან დაკავშირებით, დღეს 35 მოთამაშე ავსტრალიაში გაემგზავრა, რათა Epl–ის ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა.
  • tata
  • 8 მარტი 2012
  • 1171
  • 0
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა და რამდენიმე ხელმძღვანელმა ერთობლივი ლანჩი გამართეს "ბლანკოსის" რესტორან, "Puerta 57"-ში. როგორც ირკვევა, ამ ღონისძიებაზე კრიშტიანუ რონალდუ არ იმყოფებოდა, რადგან მას გრიპი აქვს.
  • tata
  • 8 მარტი 2012
  • 2268
  • 0
როგორც ცნობილი გახდა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის და შემდეგ უკვე ძალაუნებურად ყველა ეტაპის კენჭისყრა პარასკევს, 16 მარტს გაიმართება. რასაკვირველია, ამ ცერემონიას შვეიცარიის ქალაქ, ნიონში ვიხილავთ. აქვე გეტყვით, რომ კატალონიის "ბარსელონა", "მილანი", "ბენფიკა" და "აპოელი" უკვე არიან 1/4 ფინალურ ეტაპზე გასულები.
  • tata
  • 8 მარტი 2012
  • 2587
  • 0
გახსოვდეთ ყველას!!!



მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, სადაც კარგად სჩანს თუ რა ხდებოდა კულუარებში, მადრიდში და "სანტიაგო ბერნაბეუზე" , 2000 წლის "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებამდე და მის შემდგომ. მასალაში ასევე იხილავთ საუბარს, რომელშიც "ბლანკოსის" ფეხბურთელები მსჯელობენ მომავალ გასამართ ფინალზე.
გილოცავთ პერეს !!!

დღეს "რეალის" მფლობელის დაბადებისდღეა...
  • Mus.7
  • 8 მარტი 2012
  • 1725
  • 0
მოგეხსენებათ, ანხელ დი მარია ტრავმირებულია და იგი ვერ ახერხებს ვარჯიშს. არგენტინელმა მოთამაშემ დრო გამონახა და საკუთარ თანაგუნდელებს ესტუმრა...
  • Hala
  • 8 მარტი 2012
  • 1772
  • 0
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ლაზარეთი სულ ცოტა ხნის წინ კვლავ გაიზარდა. ფაბიო კოენტრაომ დაზიანება მიიღო და ექიმთა ვარაუდით იგი 2-3 კვირის მანძილზე ვერ მოახერხებდა თამაშს...
  • Hala
  • 8 მარტი 2012
  • 1581
  • 0
დღეს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე და კვირის რიგით მეორე მომზადებას გამართავენ...
  • Hala
  • 8 მარტი 2012
  • 1395
  • 0

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (220)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)