როგორ მოქმედებს კოკარნიტი ორგანიზმზე და რისგან შედგება პრეპარატის თითოეული ამპულა

კოკარნიტი არის საინიექციო პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინებისა და მეტაბოლური ნივთიერებების უნიკალურ კომპლექსს.

როგორ მოქმედებს კოკარნიტი ჩვენს ორგანიზმზე და რისგან შედგება პრეპარატის თითოეული ამპულა

კოკარნიტი არის საინიექციო პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინებისა და მეტაბოლური ნივთიერებების უნიკალურ კომპლექსს.

მისი შედგენილობა უზრუნველყოფს ენერგეტიკული ცვლის, ნერვული სისტემის და უჯრედული მეტაბოლიზმის სტიმულირებას, რაც სასარგებლოა ნერვული ქსოვილისა და გულის კუნთის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. პრეპარატის შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.  

კოკარნიტის ამპულის შედგენილობაში შემდეგი აქტიური ნივთიერებები შეგხვდებათ:

კოკარბოქსილაზას ქლორიდი — ეს ნივთიერება ვიტამინ В1-ის (თიამინის) აქტიური ფორმაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების ცვლის პროცესში. ის უზრუნველყოფს ორგანიზმში ენერგიის გამომუშავებას, ხელს უწყობს გლუკოზის ათვისებას და ამცირებს რძემჟავასა და პიროყურძენმჟავას დონეს, რაც ორგანიზმს მეტ ენერგიასა და სიჯანსაღეს აძლევს. 
კოკარბოქსილაზა არის მნიშვნელოვანი კოფერმენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედის მიტოქონდრიებში მიმდინარე პროცესებში.

ნიკოტინამიდი — არის ვიტამინი РР-ს ერთ-ერთი ფორმა, მონაწილეობს უჯრედში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ეს ნივთიერება მნიშვნელოვანია ნახშირწყლოვანი და აზოტოვანი ცვლის პროცესებისთვის, რაც ნერვული სისტემის ფუნქციონირებასა და კუნთოვანი ქსოვილის ტროფიკის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ნიკოტინამიდი ხშირად გამოიყენება, როგორც ანტიოქსიდანტი, რომელიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს.
დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი — ეს ნივთიერება კომპონენტი წარმოადგენს ადენოზინის წარმოებულს და ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს. იგი მნიშვნელოვანია უჯრედული ენერგიის წარმოებაში, რადგანაც ATP (ადენოზინტრიფოსფატი) უჯრედის ენერგეტიკული ბაზაა. 

დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატი ხელს უწყობს გულის სისხლძარღვების გაფართოებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც გულის ქსოვილისთვის აუცილებელია.

ციანოკობალამინი — იგივე ვიტამინი В12, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში ცილების სინთეზსა და დაგროვებაში. იგი აქტიურ ფორმად გარდაიქმნება (კობამამიდი), რომელიც ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს და ნერვული ქსოვილის ტროფიკის გაუმჯობესებას იწვევს. 

ციანოკობალამინი ასევე მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლის პროცესებში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციის სტაბილიზაციას.
რა დამხმარე ნივთიერებებს შეიცავს კოკარნიტი?

კოკარნიტი ასევე შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, როგორიცაა გლიცინი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი. გლიცინი აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას, ხოლო ლიდოკაინი, როგორც გამხსნელი, ამცირებს ინექციისას ტკივილს.

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი კი უზრუნველყოფენ სტაბილურობასა და პრეპარატის უსაფრთხოებას შენახვისას.

როდის გამოიყენება პრეპარატი?
კოკარნიტის კომპლექსური შედგენილობა მას ეფექტიან საშუალებად აქცევს ნერვული და კარდიოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ, ორგანიზმის ენერგეტიკული და მეტაბოლური ბალანსის შესანარჩუნებლად.

ის აქტიურად გამოყენება ნევროლოგიური და კარდიოლოგიური პრობლემების დროს. კოკარნიტით მკურნალობა რეკომენდებულია ნევრიტების, ნეიროპათიების, ნევრალგიის, რადიკულიტის და სხვა მსგავსი დაავადებებისას. მისი მეშვეობით შესაძლებელია ნერვული სისტემის გაძლიერება და მიოკარდიოლოგიური დაავადებების მართვა, მათ შორის კარდიომიოპათიებისა და გულის იშემიური დაავადებების.

კოკარნიტი ორსულობაში განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება, რადგან მისი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკებს ნაყოფისთვის.


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 18
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (187)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)