კანის დაავადებები, რომელთა სამკურნალოდაც სუდოკრემს იყენებენ!

სუდოკრემი არის ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო კრემი, რომელიც გამოიყენება ახალშობილებსა და ბავშვებში საფენით გამოწვეული დერმატიტისა და კანის დაზიანების სამკურნალოდ.  

გარდა ამისა, ის გამოიყენება ეგზემის, აკნეს, მსუბუქი დამწვრობის, მზისგან მიღებული დამწვრობის, ფერისმჭამელების, სხვადასხვა სახის გამონაყარის,  ნაწოლების და ქირურგიაში ზედაპირული ჭრილობების სამკურნალოდ. 

სუდოკრემის შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერებები - თუთიის ოქსიდი 15 (25%), ბენზოლის სპირტი (0.39%), ბენზილ ბენზოატი (1.01%), ბენზილ ცინამატი (0.15%), ლანოლინი (4%) და დამხმარე ნივთიერებები - სინთეტიკური ფუტკრის ცვილი, ნატრიუმის ბენზოატი, პარაფინი, მიკროკრისტალური სანთელი, წონადი თხევადი პარაფინი, გაწმენდილი წყალი, გლიკოლის პროპილენი, ლავანდა, სორბიტოლის ოლეინმჟავას ანჰიდრიდი და ლინალონის აცეტატი.

სუდოკრემის გამოყენება აკნეს სამკურნალოდ სუდოკრემი, როგორც ანტისეპტიკური კრემი, ლიცენზირებულია აკნეს სამკურნალოდ. ის პსპ-ს სააფთიაქო ქსელში იყიდება.

გამომდინარე იქიდან, რომ აკნე არის ბაქტერიული ინფექცია, სუდოკრემს კი აქვს ანტისეპტიკური თვისებები, იგი ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს. გარდა ამისა, პრეპარატი ახორცებს ნაწიბურებს, ეხმარება კანს დამშვიდებაში და იცავს დაზიანებულ ადგილებს ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან.

სუდოკრემის გამოყენება ეგზემას სამკურნალოდ სუდოკრემის გამოყენება შესაძლებელია ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდაც. ეგზემას მკურნალობის პროცესში სუდოკრემის ფორმულა მუშაობს შემდეგნაირად: 

-კრემის შემადგენელ ჰიპოალერგიულ ლანოლინს აქვს დამარბილებელი და დამამშვიდებელი ეფექტი, შესაბამისად, იგი არბილებს კანს.

-კრემის შემადგენელი აქტიური ნივთიერება თუთიის ოქსიდი ხელს უწყობს კანიდან სითხის დაკარგვის შემცირებას.

-კრემის შემადგენელ ბენზილის სპირტს აქვს ადგილობრივი საანესთეზიო და ანტისეპტიკური თვისებები, რაც ხელს უწყობს დისკომფორტის შემცირებას.

-კრემის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებები, მაგალითად - წყალგაუმტარი ბაზა პარაფინისა და სხვა ცვილების ჩათვლით, ქმნიან დამცავ ბარიერს და ხელს უშლიან ბაქტერიების გავრცელებას.
პრეპარატის გამოყენება ჭრილობებისა და ნაწოლების სამკურნალოდ
სუდოკრემის გამოყენებით შესაძლებელია მცირე ზომის ჭრილობებისა და ნაწოლების მკურნალობა.

მცირე ზომის ჭრილობებისა და ნაწოლების მკურნალობის პროცესში სუდოკრემის ფორმულა მუშაობს შემდეგნაირად:

-კრემის შემადგენელ ჰიპოალერგიულ ლანოლინს აქვს დამარბილებელი და დამამშვიდებელი ეფექტი, შესაბამისად, იგი არბილებს კანს.

-კრემის შემადგენელი აქტიური ნივთიერება თუთიის ოქსიდი ხელს უწყობს კანიდან სითხის დაკარგვის შემცირებას.
-კრემის შემადგენელ ბენზილის სპირტს აქვს ადგილობრივი საანესთეზიო და ანტისეპტიკური თვისებები, რაც ხელს უწყობს დისკომფორტის შემცირებას.

კრემის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებები, მაგალითად - წყალგაუმტარი ბაზა პარაფინისა და სხვა ცვილების ჩათვლით, ქმნიან დამცავ ბარიერს და ხელს უშლიან ბაქტერიების გავრცელებას.
როგორ გამოვიყენოთ სუდოკრემი სწორად?

სუდოკრემს აქვს წყალგაუმტარი ბაზა, რომელიც ქმნის დამცავ ბარიერს და ხელს უშლის ნებისმიერი გამღიზიანებლის კანთან კონტაქტს. გამომდინარე იქიდან, რომ კრემი შეიცავს რბილ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს, მას შეუძლია ტკივილისა და გაღიზიანების შემსუბუქება. ერთი მხრივ, იგი იცავს კანს, მეორე მხრივ კი ეხმარება რეგენერაციის პროცესს. 

პრეპარატი დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილას თხელ ფენად.  ხელის წრიული მოძრაობით ხდება სუდოკრემის შეზელვა მანამ, სანამ კარგად არ შეიწოვება კანში.  მედიკამენტის გამოყენების სიხშირე განისაზღვრება საჭიროების მიხედვით.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 18
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (187)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)