მესუთ ოზილი - მცირე ბიოგრაფია

მესუთ იოზილი(15/10/88. გელზერკირხენი, დასავლეთ გერმანია), ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ბუნდესნაკრებში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ყველა გააკვირვა. გაგერმანელებული თურქის თამაში არც სამეფო კლუბის ბოსებს გამორჩენიათ და იგი "ბლანკოსის" ფეხბურთელი გახდა. იოხამ ლიოვის ყურადღება მესუთმა 21 წლის ასაკში მიიპყრო, როდესაც 21 წლამდელთა შორის ჩემპიონი გახდა გერმანიის ნაკრებთან ერთად. ოზილი ყველა ექსპერტის აზრით ფეხბურთის ამომავალი ვარკსკვლავია. მას აქვს ბურთის შესანიშნავი ფლობა, ფიზიკური სიძლიერე, ინდივიდუალური ოსტატობა, ტეხნიკა და შესანიშნავი პასი...

მონდომებულმა შრომამ და დაუღალაობამ ოზილი მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად აქცია. იგი შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, მისი მარცხენა ფეხით გაკეთებული საბოლოო პასი მუდამ სახიფათოა. 2005 წელს მისი კარგი თამაშით შალკე 04-ის მეორე გუნდის მწვრთნელი მოიხიბლა და მესუთს გუნდში უხმო, ამის შემდეგ ნახევარმცველმა ერთი წლის მანძილზე ახალგაზრდებთან ითამაშა ხოლო მომდევნო სეზონს ძირითად გუნდთან ერთად შეხვდა. ოზილი სულ რაღაც 17 წლის იყო როდესაც "ბუნდესლიგაში" ჰქონდა დებიუტი.

დადგა 2008 წელი და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარმცველმა ვერდერში გადასვლა გადაწყვიტა. გერმანულ კლუბში მან პროდუქტიულად ითამაშა და 60 თამაშში 13 გოლის შეგდება შეძლო. მან ასევე იმარჯვა "DFB თასისა" და "DFL სუპერთასის" გათამაშებაში. 2009 წელს მესუთი ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოზილი თურქია, მას მთელი ცხოვრებაში გერმანიაში აქვს გატარებული და იგი ბუნდესნაკრების ახალი თაობის ფეხბურთელად ითვლება. მესუთს გერმანიის 17 წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები და ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 21 წლამდელთა გუნდშიც, რომელთანაც ევროპის ჩემპიონის თასიც აქვს მოგებული. გერმანელებმა მაშინ ინგლისი დაამარცხეს და იმ შეხვედრაში ოზილმა 2 საგოლე პასის გაკეთება და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

დადგა 2009 წლის 12 აგვისტო, როდესაც იოჰამ ლიოვმა ეს ფეხბურთელი ნაკრებში იხმო, მაშინ გერმანიას აზერბაიჯანი ეთამაშებოდა. მან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. კარგი თამაშით იგი ამ მუნდიალზეც გამოირჩეოდა და მსოფლიოს საუკეთესო 10 ფეხბურთელ შორისაც მოხვდა.

კარიერა:
"შალკე 04" (2006-2008)
"ვერდერი" (2008-2010)

ტიტულები:
DFB თასი: 2009
DFL სუპერთასი: 2009
"უეფას" თასის ფინალისტი: 2009
"უეფას" 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონი: 2009

  • Hala
  • 18 აგვისტო 2010
  • 2 431

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)