ბენიტესი:„78-ე წუთამდე შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ“
რაფაელ ბენიტესმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა...
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნერვიულობა მოგვიწია, მატჩს დადებითად ვაფასებ. 78 წუთის მანძილზე მადრიდული გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა, შემდეგ კი მოვეშვით და დავისაჯეთ კიდეც.“
„პოზიტიურ განწყობაზე ვარ, რადგან გამარჯვება შევძელით და უკრაინაში 4 გოლს მოვუყარეთ თავი, ეს იოლი არ გახლავთ.“
„კატალონიურ კლუბთან სამწუხარო მარცხი შემდეგ, ადაპტაცია გვესაჭიროებოდა და ვფიქრობ, მოვახერხეთ კიდეც. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გარდატეხის შეტანა გახლდათ საჭირო, ვინაიდან ფეხბურთელებზე დიდი ზეწოლა მოდიოდა, ახლა კი გავიმარჯვეთ და კარგ ხასიათზე ვართ. მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო, როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.“
„გუნდი ძალიან მოძრავი და მობილური იყო, მაქსიმალურად ცდილობდა შეექმნა მომენტები და მრავალფეროვნება ეჩვენებინა. ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია.“
„ფეხბურთელებმა დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულეს. იყო მაღალი ხარისხი, ინტენსივობა, სანახაობა და ყველა ის კომპონენტი, რომელიც დამაკმაყოფილებდა როგორც მე, ასევე ქომაგებს.“
„გარეთ ბეილი და კრიშტიანო რონალდუ თამაშს ხსნიდნენ, ისკო კი მუდმივ მოძრაობაში იყო. წინახაზელები ერთმანეთს პოზიციას უცვლიდნენ და ცდილობდნენ მრავალფეროვნება შეეძინათ მატჩისთვის.“
„ლუკა მოდრიჩის როლი გუნდში ძალიან დიდია. ხორვატი ფეხბურთელი თამაშს აბალანსებს, შლის შეტევებს, იწყებს კომბინაციებს და შესანიშნავად უგებს თანაგუნდელებს.“
„ტრავმიანობა კვლავაც გრძელდება, მაგრამ საწუწუნო არაფერი გვაქვს, ვინაიდან წინა თვესთან შედარებით გაცილებით ნაკლები პრობლემაა შექმნილი.“
„გუნდი შეტევაზეა ორიენტირებულ და ყოველთვის გოლების გატანაზე ფიქრობს.“
- 26 ნოემბერი 2015
- 3 347
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.