ნაჩო:„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ“

ნაჩო ფერნანდესის განცხადებით, მადრიდულმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა...

„გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. უკრაინაში თამაში იოლი არ არის, მაგრამ 75 წუთის მანძილზე სრულ უპირატესობას ვფლობდით და შეხვედრა ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. ბოლო წუთებში უყურადღებობამ კინაღამ ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანა. „შახტარის“ ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ბოლომდე იბრძვიან და სერიოზულ ძალას წარმოადგენენ.“

„მოგვიწევს, ამ მატჩის გაანალიზება და დაშვებული შეცდომების აღმოფხვრა. წინ უამრავი მნიშვნელოვანი პაექრობა გველოდება.“

„მოხარული ვარ, რომ სათამაშო წუთები მივიღე. ჩემთვის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ყველგან მაქვს თამაშის გამოცდილება. მარცხნივ თავს ისე კომფორტულად ვგრძნობ, როგორც ცენტრში.“

„კაზემიროს თამაში ყველას სიამოვნებს, ვინაიდან ბრაზილიელი ბრწყინვალედ ასპარეზობს და გუნდს ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება, ბრაზილიელი ყოველდღიურად პროგრესირებს.“

„მომდევნო ეტაპის საგზური უკვე გავინაღდეთ, მაგრამ წინ მე-6 ტურია, სადაც ბოლომდე დავიხარჯებით.“

  • Hala
  • 26 ნოემბერი 2015
  • 1 446

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (96)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)