კეილორი:„გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება“

მადრიდის „რეალი“ უკრაინაში ჩაფრინდა და სასტუმროში განთავსდა. კეილორ ნავასმა და რაფაელ ბენიტესმა კი საპრესკონფენრეციო დარბაზისკენ აიღეს გეზი. კოსტარიკელმა კიპერმა მომდევნო შეხვედრაზე ისაუბრა...

„სტუმრად თამაში, თანაც სხვა ქვეყანაში ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული. „შახტარი“ ყოველთვის კარგ გუნდად ითვლებოდა და ვითარება არც ახლა შეცვლილა. მრავალი პრობლემის მიუხედავად, ეს გუნდი ახერხებს მაღალი კლასის ჩვენება. ვფიქრობთ, რთული თამაში გველის, მაგრამ 3 ქულის მოპოვება გვსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მადრიდული გიგანტისთვის გამარჯვება მნიშვნელოვანია.“

„გუნდის თითოეული წევრი ცდილობს მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოს მომდევნო პაექრობაზე. ყველანი ერთი გუნდის ირგვლივ ვართ გაერთიანებულნი და ეს უმნიშვნელოვანესია.“

„ახლა რთული პერიოდი გვაქვს, რადგან „ბარსელონათან“ სამარცვინოდ წავაგეთ, ამას არავინ უარყოფს, თუმცა უკან ყურებით მომავალ გზას ვერ გავიკვალავთ, ამიტომ სიძლიერის გამოჩენა გვმართებს.“

„საკუთარ თანაგუნდელებს 100%-იან ნდობას ვუცხადებ, მე ვიცი რა შეუძლიათ მათ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც სამეფო კლუბის ქომაგებს სურთ.“

  • Hala
  • 24 ნოემბერი 2015
  • 3 006

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (96)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)