რამოსი "რეალს" დაემშვიდობა
სერხიო რამოსმა განცხადება გამოაქვეყნა.
მადრიდის "რეალის" კაპიტანი, თანაგუნდელებს ერთი თვით დაემშვიდობა. ამის მიზეზი არის ტრავმა, რომელიც მან "სევილიასთან" მატჩში მიიღო. რამოსს მხრის ოპერაცია ესაჭიროება. მედიკოსები სერხიოს სამედიცინო ჩარევისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა სამეფო კლუბის კაპიტნის გადაწყვეტილებით "ბარსელონასთან" მატჩი უფრო პრიორიტეტული იყო.
ესპანელს მხრის ოპერაცია ესაჭიროება. ქირურგიული ჩარევა და სარეაბილიტაციო კურსი ხანგრძლივ დროს დააკარგვინებს "რეალის" და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს. სერხიოს ლა ლიგის 4 მატჩის გამოტოვება მოუწევს ("ეიბარი", "ხეტაფე", "ვილიარეალი" და "რაიო ვალეკანო"). ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება მადრიდის "რეალის" კაპიტანი თანაგუნდელებს ("შახტარი" და "მალმიო). აგრეთვე ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს რამოსს კოპა დელ რეიზე, რომესაც სამეფო კლუბი "კადისთან" გამართავს.
Marca.com
- 23 ნოემბერი 2015
- 11 883
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.