მადრიდში დელ ბოსკეს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავენ
ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალში“ ვისენტე დელ ბოსკეს დანიშვნის საკითხს სერიოზულად განიხილავენ...
საქმეს ძალიან ბევრი გარემოება ართულებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ძველი მოგონებები, რომელიც ფლორენტინო პერესსა და ულვაშას შორის არის. პერესმა მაშინდელი დამრიგებელი ისე გააგდო გუნდიდან, რომ ახსნა-განმარტებაც არ გაუკეთებია.
მეორე დამაბროკელებელი გარემოება ესპანეთის ეროვნული ნაკრებია, რომელიც ბოსკესთან ერთად ბრწყინავს.
ზემოაღნიშნული მიზეზების მიუხედავად, ესპანეთის დედაქალაქში ულვაშას დაყოლიებაზე სერიოზულად მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენიტესის წუთები დათვლილია.
ამასთანავე, ყველამ კარგად იცის, რომ ვისენტე თითოეულ მადრიდისტას ძალიან უყვარს და მისი სათამაშო ფილოსოფია დედაქალაქელთათვის მისაღები იქნება.
- 22 ნოემბერი 2015
- 15 292
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.