Marca:„მადრიდის „რეალმა“ რაფაელ ბენიტესის დათხოვნა გადაწყვიტა“
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭოს და პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებით, რაფაელ ბენიტეი თანამდებობიდან გათავისუფლდება...
სამეფო კლუბის პრეზიდენტს ძალიან უჭირს აგრესიული გულშემატკივრების მოგერიება, რომელთაც მთავარ მწვრთნელთან ერთად მისი გადაყენებაც სურთ, აქედან გამომდინარე ხელმძღვანელობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
„მარკას“ ინფორმაციით, ბენიტესის დათხოვნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საქმეს მხოლოდ ფორმალური მხარე აჭიანურებს, თუმცა ოფიციალური განცხადება რა თქმა უნდა, ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
მთავარი მწვრთნელის გაშვების შემთხვევაში, „ბლანკოსს“ რაფაელითვის საკმაოდ სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს, ამასთანავე მოსაძებნია ახალი მწვრთნელი, რომელიც კლუბს სათავეში ჩაუდგება.
მოკლედ რომ ვთქვათ საქმე ძალიან რთულადაა და ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ინფორმაციას მთავარი მწვრთნელის გათავისუფლება-არგათავისუფლების შესახებ.
- 23 ნოემბერი 2015
- 11 892
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.