ბენიტესი:„ეს მატჩი აუცილებლად უნდა დავივიწყოთ“
რაფაელ ბენიტესმა „ელ კლასიკოში“ სამარცხვინო მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ყველა ფეხბურთელი დათრგუნულია, ამიტომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოგვიწევს მუშაობა. აუცილებელია ეს ტკივილი დროულად მიეცეს დავიწყებას და გუნდმა წინ იყუროს.“
„შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდით, ვინაიდან პირველ ნახევარში ორი გოლი გავუშვით და გონს მოგება ვეღარ მოვახერხეთ.“
„გუნდს მდგრადობა აკლდა. თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, მაგრამ გაშვებულმა გოლმა გარკვეული კორექტივები შეიტანა, ფეხბურთელებმა დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს, რომელსაც რეაბილიტაცია ესაჭიროება.“
„როგორც სჩანს, შემადგენლობა მზად არ იყო. ვეცადე მაქსიმალურად გამოცდილი თერთმეტეული გამომეყვანა, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იდგებოდა, მაგრამ ბევრ ასპექტში ჩავარდნები გვქონდა.“
„სამ ფრონტზე ვიბრძვით და ამ მატჩით არაფერი დასრულებულა. „ელ კლასიკო“ დავიწყებას უნდა მიეცეს და მომდევნო შეხვედრებზე ვიფიქროთ.“
„ხამესი დაგვიბრუნდა, ის ნელ-ნელა სასურველ კონდიციას იბრუნებს. ახლა ინდივიდუალურად საუბრის დრო არ არის.“
„ჩვენ გვაქვს ვალდებულება გულშემატკივართა წინაშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შეხვედრით არაფერი დამთავრებულა, ამიტომ გონს მოგება და წინსვლა გვმართებს.“
- 22 ნოემბერი 2015
- 5 797
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.