ანჩელოტი:„თითოეულ ფეხბურთელს დიდი მადლობა გადავუხადე“
მატჩის დასრულების შემდეგ კარლო ანჩელოტიმ პრეს-კონფერენცია გამართა...
„მომავალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ნამდვილად არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. თითოეულ ფეხბურთელს უდიდესი მადლობა გადავუხადე გაწეული შრომისთვის, მათ ბოლომდე იბრძოლეს.“
„ბევრ ჩემპიონატში 92 ქულა საკმარისია იმისათვის, რომ ჩემპიონი გახდეს, მაგრამ ჩვენ 2 ქულით ჩამოვრჩით კატალონიელებს და ჩემპიონობა სწორედ მათ დარჩათ.“
„თანაქალაქელებთან დაპირისპირებაში გუნდმა პროფესიონალიზმი გამოავლინა. რეზულტატს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ 7-ჯერ მოვახერხეთ მეტოქის კარის აღება.“
„თუკი ხელმძღვანელობა ჩემი დარჩენის გადაწყვეტილებას მიიღებს, აუცილებლად დავრჩები და საქმიანობას გავაგრძელებ. არ ვთვლი, რომ „ბლანკოსში“ შესაძლებლობები ამოვწურე.“
„რამდენიმე დღეში გადაწყვეტილება ცნობილი იქნება, ამჟამად მართლაც ვერაფერს გეტყვით.“
„შარშან ჩემპიონთა ლიგის მოგება მოვახერხე, რასაც არაერთი ტიტული მოჰყვა, წელს კი მუზეუმს ჯილდოებს ვერ შევმატებთ. იმ შემთხვევაში, თუ პოსტი შევინარჩუნე, მომდევნო სეზონში კვლავაც ვეცდები წარმატების მიღწევას.“
- 24 მაი 2015
- 4 953
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.