ბუტრაგენიო:„მარტინი სამეფო კლუბის ისტორიაში შევიდა“
ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ ლა ლიგის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„იკერ კასილიასი სამეფო კლუბის სახეა, ისევე როგორც ჩავი „ბარსელონას“, ეს ფეხბურთელები ესპანეთს და კოლექტივების წარმატებას უკავშირდებიან.“
„კრიშტიანო რონალდუმ საკუთარი რეკორდი დაამხო. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „პიჩიჩი“ დამსახურებულად მოიგო, მან ხომ 48 გოლს მოუყარა თავი.“
„გულდაწყვეტილნი ვართ, ჩვენ კლუბს ყველა ტიტულისთვის შეეძლო ბრძოლა, ყველაფერთან ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერი მოვიგეთ. ნამდვილად არ ვართ კმაყოფილები, მაგრამ ეს გვაძლევს იმის ძალას, რომ მომდევნო სეზონს დიდი იმედებითა და ოპტიმიზმით შევხვდეთ.“
„მარტინ ოდეგარი სამეფო კლუბის ისტორიაში შევიდა, ნორვეგიელმა ფეხბურთელმა 16 წლის ასაკში შეძლო „ბერნაბეუზე“ ოფიციალური შეხვედრის გამართვა.“
- 24 მაი 2015
- 3 006
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.