ლა ლიგას „კორდობა“, „ალმერია“ და „ეიბარი“ გამოემშვიდობნენ
ლა ლიგა დასრულებულია. ჩემპიონი „ბარსელონა“ გახდა, ცხრილის ფსკერზე კი „ეიბარი“, „ალმერია“ და „ეიბარი“ განთავსდნენ, რომლებიც მომავალ სეზონს არა პრიმერაში, არამედ სეგუნდა დივიზიონში გააგრძელებენ...
აღსანიშნავია, რომ „ეიბარს“, „დეპორტივოსა“ და „გრანადას“ ქულების ერთნაირი მაჩვენებელი ჰქონდათ, სამივე კოლექტივმა 35 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ ამ შემთხვევაში ურთიერთშეხვედრებმა გადაწყვიტა ყველაფერი.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ აწ უკვე დაქვეითებულ ეიბარს უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა გატანილი და გაშვებული გოლების მხრივაც, თუმცა პრიმერა სხვაგვარი წესებია.
რაც შეეხება ლა ლიგაში გადმომსვლელებს. რეალ „ბეტისი“ უკვე ლა ლიგის საგზურის მფლობელია, სავარაუდოდ, იგივე სიტუაციაში იქნება ჟირონაც. „სპორტინგი“, „ლას პალმასი“ და სხვები კი ბოლომდე იბრძოლებენ, სეგუნდაში გარკვეული ჯერ-ჯერობით არაფერია.
- 24 მაი 2015
- 2 239
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.