პერესი ბენიტესის აგენტს შეხვდა
ფლორენტინო პერესი როგორც ჩანს ახალი პროეტქის დაწყებას აპირებს.
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, რაფა ბენიტესის აგენტს, ერნესტო ბრონსეტის შეხვდა სამეფო კლუბის სასტუმროში. "მითინგმა" დახურულ კარს მიღმა ჩაიარა, რომელიც რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.
წყაროს ცნობის მიხედვით, პერესმა ბენიტესი თავის აგენტთან ერთად დაპატიჟა მადრიდის "რეალისა" და "ხეტაფეს" მატჩზე, სადაც ისინი უფრო დაწვრილებით გაივლიან იმ საკითხებს, რომელზე სალაპარაკოდაც მხარეებს დრო არ დარჩათ.
სავსებით რეალურია, რომ მომდევნო სეზონიდან ბენიტესი "ბლანკოსის" მწვრთნელი გახდეს. როგორც ჩანს მოლაპარაკებები ძალიან მალე გადამწყვეტ ფაზაში შევა.
Bernabeudigital.com
- 23 მაი 2015
- 4 705
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.