მორიგი ვარჯიში „ხეტაფესთან“ დაპირისპირებისთვის
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მორიგ სამწვრთნელო სესია გამართეს...
სერხიო რამოსი და ლუკა მოდრიჩი კვლავაც აღდგენით პროცესს გადიან. ვერცერთი მათგანი სეზონის დასკვნით დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ვილიამ ვეკი იკერ კასილიასის, კეილორ ნავასისა და პაჩეკოს წვრთნით იყო დაკავებული.
კარლო ანჩელოტიმ გუნდს სხვადასხვა სახის ვარჯიშები შეასრულებინა.
ეს იყო ბოლოსწინა სესია. ხვალ კი დედაქალაქელები ფინალურ ვარჯიშს გამართავენ და ბოლო რჩევა-დარიგებებს მიიღებენ მთავარი მწვრთნელისგან.
შეგახსენებთ, მატჩი 23 მაისს, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე აიღებს სტარტს.
- 21 მაი 2015
- 1 731
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.