ნადალი:„დარწმუნებული ვარ, „რეალში“ სიტუაცია დალაგდება“
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, რაფაელ ნადალი აცხადებს, რომ მადრიდის „რეალში“ დროებითი არეულობაა, რომელიც სულ მალე დალაგდება...
„არავის ელოდა, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი ტიტულის გარეშე დარჩებოდა.“
„სეზონი ნაყოფიერი იყო, მადრიდის „რეალმა“ ყველა გააოცა საკუთარი თამაშითა და რეკორდებით, სწორედ ამიტომ დიდი მოლოდინი გვქონდა, რომელიც ვერ გამართლდა.“
„ბევრი საუბრობს ანჩელოტის, იკერ კასილიასის და სხვების წასვლაზე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დედაქალაქურ კლუბში ძირეული ცვლილებები იქნება.“
„ფლორენტინო პერესი ჭკვიანი პრეზიდენტია, მან ძალიან კარგად იცის რა სჭირდება გუნდს, აქედან გამომდინარე აღელვების წინაპირობა არ არსებობს.“
- 21 მაი 2015
- 2 001
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.