El País: "ბარსელონა" ანჩელოტის გადაბირებით დაინტერესდა
სამეფო კლუბის მწვრთნელი კარლო ანჩლოტი „ბარსელონას“ ინტერესთა სფეროში მოექცა.
El País-ის ცნობით, კატალონიური კლუბი ლუის ენრიკეს შესაძლო წასვლის შემთხვევაში 55 წლის იტალიელის სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავს. საქმე იმაშია, რომ „ლურჯ-წითლების“ ხელმძღვანელებს ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებიათ დარჩება თუ არა ესპანელი დამრიგებლი „ბარსელონაში“.
შეგახსენებთ, ლუის ენრიკე ამჯამინდელ გუნდთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ალბათ ბევრს, (მათ შორის მეც) სასაცილოდ მოეჩვენა ეს სიახლე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ El Pais ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სანდო გამოცემაა.
- 21 მაი 2015
- 3 125
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.