რიბერი კვლავ პრეტენზიებს გამოთქვამს
როგორც ჩანს, „ბაიერნის“ შემტვემა ფრანკ რიბერიმ, ჯერ კიდევ ვერ მოინელა შარშანდელი მარცხი.
„2013 წელს ძალიან გაბრაზებული ვიყავი, თუმცა ყოველ წელს ერთი და იმავე სცენარით ვითარდება მოვლენები.სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ „ოქორს ბურთი“ მოვიგო.როგორც ჩანს, ამისათვის მუნდიალის მოგებაც არ არი საკმარისი, მაგრამ განსხვავებული სიტუაცია იყო 2006 წელს, როდესაც ფაბიო კანავარო დაასახელეს საუკეთესოდ.“
„განვლილი 2-3 წლის განმავლობაში ნოიერი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.შარშან, „ბაიერნთან“ ერთად მოიგო ტიტულები, ხოლო ბრაზილიიდან ოქროს მედლით დაბრუნდა.ვერ გეტყვით, კიდევ რა უნდა ექნა, რომ აღიარება მოეპოვებინა.“
„შემდეგ ჯერზე, როდესაც ბავარიელი იქნება ნომინირებული, დავფიქრდებით, გავემგზავროთ თუ არა დაჯილდოვების ცერემონიაზე.მხოლოდ ფოტოს გასაღებლად არ ღირს შვეიცარიაში ჩასვლა.“
„ჩემი აზრით, ყველაფერი პოლიტიზებულია.ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ რონალდუ და მესი სამეულში არიან, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ.“
Goal.Com
- 23 იანვარი 2015
- 3 726
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.