დანტე: „„რეალმა“ „ბაიერნთან“ ვერაფერიც ვერ დაამტკიცა“
მიუნხენური კლუბის ბრაზილიელი მცველის განცხადებით, მისთვის გაუგებარია ის კრიტიკა, რომელიც მის გუნდს მადრიდულ გრანდთან დაპირისპირების შემდეგ დაატყდა თავს.
"ასეთი მაღალი დონის ტურნირებზე, უმცირეს ნაწილებსაც კი უდიდესი მნიშნვნელობა ენიჭება. მადრიდულ კლუბთან საპასუხო შეხვედრაში საწყისი 15 წუთი შესანიშნავად ჩავატარეთ, თუმცა სტანდარტული მდგომარეობიდან გოლი გავუშვით, რომელიც დამღუპველი აღმოჩნდა ჩვენთვის. მაგრამ, მინდა ავღნიშნო, რომ „რეალმა“ ვერ დაამტკიცა, რომ „ბაიერნს“ რამით აღმეტება. „ალიანც არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მათ ოთხიდან სამი გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაგვიტანეს და ეს ჩემს სიტყვებს მხოლოდ ადასტურებს"
Goal.Com
- 20 მაი 2014
- 6 318
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.