კოენტრაუ გაახანგრლივებს, ხოლო მარსელო წავა?

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კონკურენტის ლაზარეთში ყოფნა თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, კოენტრაუ ახლოს იყო „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან, თუმცა სეზონის მიმდინარეობისას, მის ირგვლივ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია.ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „რეალი“ და ფაბიუ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას კიდევ 3 წლით გაახანგრძლივებენ და ამ უკანასკნელის სახელფასო ჭერი 1 მლნ. ევროთი გაიზრდება (ჯამში 4 მლნ.).

ალბათ, პორტუგალიელის გასხვისებასთან დაკავშირებით კიდევ ძალაში იქნებოდა სხვადასხვა ხმები, რომ არა მისი ბოლოდროინდელი დიდებული ასპარეზობა.მარსელოს არყოფნის პირობებში, რომელიც სეზონის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპს დაემთხვა, კოემ დიდებულად წარმოაჩინა შესაძლებლობები და თამამად შეიძლება ითქვას, სამეფო თასის მოგებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურის მოპოვებაში, ლომის წვლილი შეიტანა.ფეხბურთელი მეტად საიმედო/სტაბილური თამაშით გამოირჩა დაცვაში და ასევე ნაყოფიერი შთაბეჭდილება დატოვა შეტევაში, სადაც ყოველთვის უფერულს უწოდებდნენ მის მომქედებებს.

აღნიშნულის პარალელურად, ესპანურ პრესაში უკვე ბევრი იწერება მარსელოს დაღმასვლის შესახებ.ლაზარეთიდან გაოწერის შემდეგ, ბრაზილიელი ფორმის აღდგენის ვერ ახერხებს, თუმცა არც მანამდე გამოირჩეოდა ჩვეულ მაღალ დონეზე ასპარეზობით.El Confidencial-ი წერს, რომ ანჩელოტი უკვე კოენტრაუს განიხილავს სასტარტო შემადგენლობის წევრად და შესაძლოა, მსუყე შემოთავაზების შემთხვევაში, მარსელოს გაყიდვაზეც დაფიქრდეს.

წყარო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)