პიჩიჩისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
მადრიდის ''ატლეტიკოს'', ''რეალის'' და ''ბარსელონას'' მთავარ მტრად მიმდინარე სეზონში ტრავმიანობა იქცა.
კატალონიელებს სულ ცოტა ხნის წინ გამოუჯანმრთელდათ გუნდის ლიდერი ლეო მესი. მადრიდულ კლუბებს კი უდიდესი დანაკლისით მოუწევთ წინსვლა. ''ატლეტიკოს'' დიეგო კოშტა დააკლდება, სამეფო კლუბს კი - რონალდო.
სწორედ ამ სამ ფეხბურთელს შორის უნდა გაირკვეს ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირის ვინაობა. ამ მომენტისათვის რონალდო ლიდერობს, რომელსაც 28 გოლი აქვს გატანილი, შემდეგ მოდიან კოშტა და მესი 25/25 ბურთით.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრაზილიელი და პორტუგალიელი მომდევნო მატჩებს ლა ლიგაში გამოტოვებენ, მესის დაწინაურების საშუალება მიეცემა, თუმცა ამას რამდენად მოახერხებს თუ თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა მეტოქის კარში ცალკე განხილვის თემაა. ამჟამად არგენტინელი ცუდ სათამაშო ფორმაში იმყოფება, რომელმაც უკანასკნელ მატჩში ''ატლეტიკოს'' წინააღმდეგ კარიერაში უცუდესი მატჩი ჩაატარა.
- 12 აპრილი 2014
- 4 376
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.