ალვეში: "კლასიკო ოცნების თამაშია"
"ბარსელონას" ფეხბურთელმა დანი ალვეშმა კვირას გასამარტ ელკლასიკოზე უსაუბრა
კლასიკო: "კლასიკო საუკეთესო თამაშია იმ თამაშებს შორის, რომლის ჩატარებაც გიწევს, რა თქმა უნდა ფინალების გარდა... როცა ფეხბურთი გიყვარს, ეს შენი საოცნებო მატჩია. ეს საუკეთესო დაპირისპირებაა და მოუთმენლად ველოდები ამ დღეს. როცა ოთხი ან ხუთი კლასიკო გვქონდა, მაშინ გახარებულები ვიყავით, ვინაიდან უფრო ხშირად გვიწევდა ამ თამაშის ჩატარება."
უფრო მეტი ზეწოლა: "ვიცით, რომ უამრავი მაყურებელი გვეყოლება, ამიტომაც საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო საკუთარი თავი."
2:6 ბერნაბეუზე: "2:6 ისტორიული მატჩი იყო. ეს თამაში სამ ქულაზე მეტი იყო, ვინაიდან მთლიანად იმ თამაშშიც გულშემატკივრებს უდიდესი სიამოვნება მივანიჭეთ. ჩემთვის ეს სამ ქულაზე მეტი იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა ამა თუ იმ თამაშში, ჩემთვის ყველაფერზე მეტყველია ის ტიტულები, რომელიც კლუბთან ერთად მოვიგე , ის თასები რომლებიც მუზეუმში აწყვია და ის მედლები, რომლებითაც სახლი სავსე მაქვს. ეს ბევრ რამეს ამბობს."
კრიშტიანო რონალდუ და გარეთ ბეილი: "ჩემთვის ეს დამატებითი მოტივაციაა, იმიტომ რომ საუკეთესოების წინააღმდეგ მიწევს თამაში, რაც ძალიან მიყვარს და მომწონს. რომ არ მიყვარდეს , არ ვიქნებოდი "ბარსელონაში" და ვიქნებოდი ჩემი მშობლიური ქალაქის კლუბში, სადაც საუკეთესოებს არასდროს არ დავუპირისპირდებოდი. ასე რომ ეს დამატებითი მოტივაციაა."
- 19 მარტი 2014
- 2 057
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.