უღირსი მადრიდელები!
მადრიდული დერბის დასრულებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ბრაზილიელი მარსელო თანაგუნდელებთან ერთად, "სანტიაგო ბერნაბეუს" მინდორზე მცირე ვარჯიშისთვის გამოვიდა.
ამ დროს სტადიონი თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ ჩრდილოეთ ტრიბუნაზე იჯდა "ატლეტიკოს" 500-მდე გულშემატკივარი. როგორც კი მარსელო გამოჩნდა, მათ "მაიმუნის" ყვირილი დაიწყეს, რაც დაცარიელებულ სტადიონზე ძალიან გარკვევით ისმოდა. მარსელო მაშინვე გაჩერდა და ადგილზე მდგარმა, "ატლეტიკოს" ქომაგებს ახედა, შემდეგ კი ვარჯიში განაგრძო.ისინი კი ყვირილს არ წყვეტდნენ. ყველაზე უარესი ამის შემდეგ მოხდა: როდესაც მარსელოს შვილი მინდორზე გამოვიდა მამასთან მისასვლელად, სკანდირება კი შეიცვალა: "დაე, მამაშენი მოკვდეს".
- 6 თებერვალი 2014
- 4 507
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.