რონალდუ დისკვალიფიკაციას გადაურჩება
აისა გამესმა პროტოკოლში არასწორი ინფორმაცია შეიტანა.
„გასახდელისკენ მიმავალმა რონალდუმ, მეოთხე სათადარიგო არბიტრს გარკვეული ჟესტი უჩვენა (ხელის მირტყმა ლოყაზე)“ - ასე აღწერა „სან მამესზე“ გამართული მატჩის მთავარმა მსაჯმა პორტუგალიელის გაძევების ეპიზოდი, რასაც ესპანურ მედიაში, ფეხბურთელის მოსალოდნელ დისკვალიფიკაციაზე მოჰყვა სტატიები.
როგორც გაირკვა, გამესმა ცრუ ჩანაწერი გააკეთა მატჩისშემდგომ დოკუმენტში, რამეთუ კონკრეტული სურათიდან და ვიდეო-კადრებიდან ნათელია, რომ კრიშტიანუს ჟესტის დროს, მეოთხე რეფერი ზურგით იდგა, რაც მათ შორის ამგვარ კონტაქტს გამორიცხავს.
სწორედ აღნიშნული მასალით იხელმძღვანელებენ ხვალინდელ სხდომაზე მადრიდელი იურისტები, რომელიც დისციპლინარულ კომიტეტში გაიმართება.
AS
- 4 თებერვალი 2014
- 4 336
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.