აგონიაში მყოფი კატალონიელები
''ბარსელონას'' პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ხოსე მარია ბართომეუმ ახალი თანამდებობის პირველ დღეებში ბინძური კამპანია წამოიწყო სამეფო კლუბის წინააღმდეგ. მან 'El Mundo' - თან საუბრისას უპასუხისმგებლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები წაუყენა დედაქალაქელებს.
ბართომეუს თქმით, მადრიდელებს შური ამოძრავებთ, რადგან მათ ნეიმარის შეძენა ვერ მოახერხეს.
'' არ ვიცი ვინ დგას ხორდი კასესის უკან, თუმცა ფაქტია რომ მან სარჩელი მადრიდის სასამართლოში შეიტანა და არა ბარსელონის. მათ ჩვენთვის ზიანის მოყენება აქვთ განზრახული. მადრიდში მყოფი პროკურორი ჩვენთვის უცნობი პიროვნებაა. საბედნიეროდ მათი ბოროტი ზრახვები განუხორციელებადია . როცა სასამართლო პროცესი დასრულდება ყველანი გავიგებთ თუ ვინ დგას კასესის უკან . ''
სანდრო როსელის მემკვიდრემ თავისი საქმიანობის პირველ დღეებში გამოავლინა უპატივცემულობა და ცრუ ბრალდებები წაუყენა მადრიდელებს. დღეს ბლანკოსმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და ყველანაირი ბრალდება უარყო, თუმცა როგორც ჩანს ეს არ კმარა. პირადად ფლორენტინო პერესს მოუწევს საქმეში ჩარევა და პედანტებისთვის ადგილის მიჩენა.
დღესვე 'El Mundo' - მ ახალი გარემოებები გამოაშკარავა ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. კატალონიაში არსებული საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით,''ბარსელონას'' დამატებით ტრანსფერის ღირებულების 56 % - ის გადახდა მოუწევთ(საშემოსავლოს პროცენტული ღირებულება ). ჯამში ეს თანხა კი 158 მილიონ ევრომდე აღწევს.
- 29 იანვარი 2014
- 4 018
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.