პარიზში ბენზემა-რიბერის სასამართლო დაიწყო

პარიზის სასამართლომ, ბრალდებული ბენზემასა და რიბერის სასამართლო პროცესი დაიწყო.

როგორც იცით, „ბაიერნისა“ და „რეალის“ ფრანგი შემტევები, არასრულწლოვან გოგონასთან, ფულის გადახდის გზით, სექსუალური ურთიერთობის დამყარებაში არიან ბრალდებულნი.

საფრანგეთში 15 წლის შემდეგ დაშვებულია სექსუალური კავშირის დამყარება, თუმცა 18 წლამდე მოზარდისთვის ფულის გადახდა აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ, ადგილობრივი კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, რაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 45 ათასი ევროთი დაჯარიმებას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კარიმმა ზაჰია დეართან მაშინ დაამყარა ინტიმური კავშირი, როდესაც ეს უკანასკნელი 16 წლის იყო, ხოლო რიბერიმ 1 წლის შემდეგ.

ფეხბურთელების ადვოკატების განცხადებით, ფრანკმა არ იცოდა გოგონას ასაკი, ხოლო კარიმს ფული არ გადაუხდია აქტამდე.

რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლოდ, უახლოს მომავალში გახდება ცნობილი.

football-espana.net

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)